2016 წლის მეორე კვარტალში 445 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა

2016 წლის მეორე კვარტალში 445 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2016 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 445 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 4%-ით ნაკლებია 2015 წლის მეორე კვარტალის მონაცემებზე.

2016 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (146 მლნ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (64 მლნ დოლარი) და ჩეხეთი (36 მლნ დოლარი). 

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (175 მლნ), საფინანსო სექტორში (60 მლნ) და ენერგეტიკაში (46).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *