ტოპ 10 პროდუქცია საქართველოს იმპორტში

ტოპ 10 პროდუქცია საქართველოს იმპორტში

2016 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საიმპორტო ათეულში პირველი ადგილი სამკურნალო საშუალებებმა დაიკავა 1.7 მილიარდი აშშ დოლარით და მთელი იმპორტის 28.3 პროცენტი შეადგინა. თუმცა, სამკურნალო საშუალებების იმპორტიდან დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარი “ც ჰეპატიტის” სამკურნალო საშუალებების იმპორტზე მოდის, რაც რეალურად გრანტის სახით მოგვეწოდება და რეალურად ფულს არ ვიხდით.

მეორე ადგილზეა ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი 356 მილიონი აშშ დოლარით, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით არის შემცირებული. ეს განპირობებულია ნავთობის გაიაფებით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა არ შემცირებულა, შემცირდა ღირებულება.

მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 298 მილიონი აშშ დოლარით, თუმცა გასულ წელთან შედარებით აქაც შემცირებაა, რაც რეექსპორტის შესაძლებლობის კლებამ განაპირობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *