ბიზნეს კაფეს მეექვსე შეხვედრა

ბიზნეს კაფეს მეექვსე შეხვედრა

საკონსულტაციო კომპანია ინსორსმა “ბიზნეს კაფეს” ფარგლებში რიგით მეექვსე შეხვედრას ლოლიტაში უმასპინძლა. პროექტის მიზანია ქართული ბიზნესის უმაღლესი რგოლის მენეჯერების პერიოდული შეხვედრები გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ერთმანეთისთვის გაზიარების მიზნით. ბიზნეს კაფეს შეხვედრები 2015 წლის ოქტომბრიდან იმართება და მის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, ვინაიდან ასეთი ფორმატის შეხვედრები საქართველოში პირველად ტარდება და საშუალებას აძლევს დამსწრეებს უნიკალურ, ინტერაქტიულ ფორმატში მოუსმინონ ინდუსტრიის ლიდერებს და განიხილონ ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესები და სიახლეები. ბიზნეს კაფეს შეხვედრები უკვე საკმაოდ მაღალი დაინტერესებით სარგებლობს საქართველოში მოქმედი მსხვილი და წარმატებული კომპანიების უმაღლესი რგოლის მენეჯერებს შორის. პროექტის ექსკლუზიური მხარდამჭერი პირველივე შეხვედრიდან პაშა ბანკი გახლავთ.

29 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე სპეციალურად მოწვეულმა მენტორმა, ლადო გურგენიძემ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად „ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, დამსწრეებს წარუდგინა თემა “აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს წამყვანი ბიზნესების უმაღლესი რგოლის მენეჯერები.

ბიზნეს კაფეს შეხვედრებზე მოწვეულ სპიკერებს შორის სხვადასხვა დროს იყვნენ: გიორგი ქადაგიძე (საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი) თემით „ინოვაციების მართვა“, ალექსანდრე ჯეჯელავა (ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი) – „ორგანიზაციული კულტურა“,  ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი – „მენეჯმენტი 3.0 – ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“ და პაპუნა ტოლიაშვილი (სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი) – „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“.

2016 წლის ბოლომდე ინსორსი და პაშა ბანკი ბიზნეს კაფეს კიდევ ერთ, შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *