სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 135 მილიონი ლარით გაიზარდა

სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ვალი 135 მილიონი ლარით გაიზარდა

2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 13.4 მილიარდ ლარს შეადგენს, აგვისტოს ბოლოს სახელმწიფო ვალი 13.3 მილიარდი ლარი იყო. სახელმწიფო ვალის ზრდა საგარეო ვალის ზრდამ გამოიწვია. სექტემბერში, საგარეო სახელმწიფო ვალი 145 მილიონი ლარით გაიზარდა და 10.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ლარში გამოხატული საგარეო ვალის ზრდა დიდწილად ლარის გაუფასურებამ განაპირობა, რადგან დოლარში ვალი მხოლოდ 17 მილიონი დოლარით გაიზარდა.

საშინაო ვალი კი სექტემბერში 10 მილიონი ლარით შემცირდა და 3.047 მილიარდ ლარს გაუტოლდა.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 41%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *