ზუსტი დრო, ზუსტი ადგილი

ნავთობი ჩაიძირა. უმართლებს ბრაიან შეფილდს, მისი ჭაბურღილები თითო-ოროლა საბურღად ვარგის საუკეთესო ადგილს შორის რომაა განლაგებული.

ნავთობის ფასების დიდ ვარდნამდე, ბრაიან შეფილდს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი Parsley Energy-ს სათავო ოფისი მტვრიან მიდლენდში (ტეხასი) მიეტოვებინა და უფრო მოდურ ოსტინში, ახალთახალ საოფისე ცათამბჯენში გადაბარგებულიყო. ახლა ცოტა თავმდაბლურად ჩასცქერის მდინარე კოლორადოს მოკაიაკეებს. „ამ ოფისში ბარელი ნავთობი $100-ს უდრის“, – ამბობს ის. ნავთობი დღეს ამის ნახევარ ფასად იყიდება, ჰოდა, აბა, როგორ შეძლო ძალაუფლების ახალ სკამზე ასე კომფორტულად მოკალათება?

Parsley პერმული აუზის 12,000 აკრს აკონტროლებს, რომელიც დასავლეთ ტეხასიდან ნიუ-მექსიკომდეა გადაჭიმული. ნავთობსადენისა და საბურღი ინფრასტრუქტურის წყალობით, ბარელი $50-ითაც შეგიძლია, იქ მოგება ნახო. თანაც აუზის რეზერვთა დიდი ნაწილი ხელშეუხებელი იყო, სანამ ბოლოდროინდელმა ტექნოლოგიურმა წინსვლებმა Parsley-სა და სხვებს ჰორიზანტალური ბურღვის საშუალება არ მისცა. ამ სარფიანი კომბინაციის მეშვეობით კომპანიის აქციების ფასი ბოლო რამდენიმე თვეში გაორმაგდა და შეფილდის 20%-იანმა წილმაც $ 1 მილიარდს გადააბიჯა.

38 წლის შეფილდმა Parsley 2008 წელს, ნავთობის რეკორდული რბოლის პერიოდში დააარსა, მანამდე კი 109 ძველ ტეხასურ ჭაბურღილს დაეპატრონა, რომელსაც 1960-იანებსა და 70-იანებში ბაბუამისი ბურღავდა მიდლენდის შემოგარენში. ამ ჭაბურღილების ქვეშ კვლავაც უამრავი ნავთობი იყო და 2009-ში ფასების ხანმოკლე ვარდნისას Parsley-მ იჯარით გროშებად აიღო რამდენიმე ასეთი ჭაბურღილი. ხუთი წლის თავზე შეფილდმა კომპანია საჯარო ბაზარზე გაიტანა.

ბაბუა ჯოს ჭაბურღილების წყალობით, რომლებიც ამერიკის უკანასკნელი ყველაზე ნაყოფიერი ნავთობსაბადოს შუაგულში არის მოქცეული, Parsley-მ ბოლო ორ წელიწადში $1 მილიარდზე მეტი ღირებულების ახალი აქციები გაყიდა და თავისი ამბიციური საწარმოო მიზნის დაფინანსებას შეუდგა: 50%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით ანუ 34,000 ბარელი დღეში. „გაგვიმართლა... იღბლიანები ვართ, – ამბობს შეფილდი, – რაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების საუკეთესო ტერიტორიაზე საუკეთესო ქანი გვაქვს“.

წინა სტატია

Managerial Challenges Of Georgian Leaders
13 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

გერმანული ბანკი ქართული ბიზნესისთვის
13 ოქტომბერი, 2016
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა