სექტემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 143 მილიონი ლარით გაიზარდა

2016 წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 143 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 82 მლნ დოლარით შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 406 მლნ-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი 278 მლნ დოლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 63.4%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64.1% იყო.

სექტემბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 52 მლნ ლარით შემცირდა და 370 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.22%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის პირველ ოქტომბერს 2.12% იყო.

2016 წლის სექტემბერში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.3% პუნქტით შემცირდა და 17.2% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე კი სექტემბერში განაკვეთი არ შეცვლილა და 9.7%-ია.

წინა სტატია

საქართველოში ბევრი ბანკია? – არა!
25 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

შვიდი შეკითხვა მეგაკომპლექსების შესახებ
26 ოქტომბერი, 2016
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა