ისევ პირად პასუხისმგებლობაზე - არჩევანი ჩვენ!

"მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა", – ვაჟა ფშაველა.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ თავისუფლება ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ინტერპერსონალური ურთიერთქმედებისას. აბსოლუტური გაგებით ეს არის სხვების ძალისგან დამოუკიდებლად საკუთარი ნების გამოხატულება. ზოგადი მიდგომით, ის იძლევა არჩევანის შესაძლებლობას. რაც უფრო თავისუფალი ვართ, მით უფრო უკეთ ვიღებთ მართებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მოვლენათა შედეგებს ჩვენივე პასუხისმგებლობა განაპირობებს.

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ნებისმიერი ჩვენგანი უამრავი არჩევანის წინაშე დგას. სწორედ ჩვენს პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, რა გზას ავირჩევთ. ცხოვრებისეული გამოცდილება სავსეა მაგალითებით, როცა ხან დინების მიმართულებით მივცურავთ, ხან - მის საპირისპიროდ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი ძალისხმევა იძლევა შანსს გავხდეთ „გემის კაპიტანი“ და გზად რაც მეტ „შტორმს“ გადავლახავთ, მით უფრო გამოცდილ მეზღაურად ვყალიბდებით. სოციოლოგიის პროფესორები კეტრინ როსი და ჯონ მიროვსკი თავიანთ „ცნობარში ფსიქიკური ჯანმრთელობის სოციოლოგიაზე“ აღნიშნავენ, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი მოვლენებსა და პირობებს თავიანთი ქმედებით განსაზღვრავენ, ხოლო ნაწილი უბრალოდ ემორჩილება გარე ფაქტორებს და ყველაფერს მიაწერს ბედს, იღბალს, შემთხვევითობას ან რაიმე ზებუნებრივ ძალას. ამ მოცემულობით ისინი განასხვავებენ ორ კატეგორიას: 1. შემომქმედი ადამიანები, რომლებიც ენერგიით ძალმომართულნი თავად ამბობენ „სათქმელს“ ცხოვრების შედეგებზე და 2. ე.წ. „მსხვერპლის“ სტატუსით უმოქმედოდ დამორჩილებულები, ვისთვისაც მომავალი მხოლოდ გარეგანი ძალების კარნახით იქმნება.

მთავარი შეკითხვა, რასაც გულწრფელად უნდა ვუპასუხოთ, არის - ვინ ვართ ჩვენ ან უფრო ზუსტად, რომელ კატეგორიას გვინდა, რომ მივეკუთვნებოდეთ. ადრეც ვთქვი და კვლავ გავიმეორებ - პასუხისმგებლობა ნიშნავს უნარს ვაგოთ პასუხი ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე. მხოლოდ მაშინ ვართ ყველაზე წარმატებით რეალიზებულნი, როდესაც საკუთარ თავს ვანიჭებთ უფლებას ვიმოქმედოთ ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით და არც შედეგებზე პასუხისმგებლობა არ ავირიდოთ თავიდან. „წარმატების სტრატეგიების კურსის“ ავტორი, სკიპ დაუნინგი ასეთ მხატვრულ შედარებას აკეთებს: “როცა გზის გასაყართან რამდენიმე განშტოება შეგხვდებათ, შეგიძლიათ დაკვირვებით აირჩიოთ საით წახვიდეთ, რათა უკეთესი შედეგი მიიღოთ. ან უბრალოდ, პასიურად დაელოდოთ რას გიმზადებთ იღბალი და მას მიანდოთ თქვენი ბედი.“

პირველ შემთხვევაში ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს დანიშნულების ადგილს, ვეძებთ საშუალებებს, გამოსავალს. როცა ვხედავთ რაიმე ახალ, ჩვენთვის საინტერესო გამოწვევას, გადავდივართ მოქმედებაზე. მეორე ვარიანტია - ვიმყოფებით სამყაროს „მსხვერპლის“ როლში, ვადანაშაულებთ გარშემო ყველას და ყველაფერს, ვწუწუნებთ და ვბოდიშობთ ჩვენი არჩევანის გამო. შესაბამისად, აქტიური მოქმედებისას ვაღწევთ კიდევაც მიზანს და ვართ პასუხისმგებელი მიღებულ შედეგზე, ხოლო თუკი ვპასიურობთ, მიზანიც ბუნდოვანია და შედეგი - მითუმეტეს. ბოლო ხანს, სწორედ ასეთი გაურკვევლობა ჭარბობს, რადგან ადამიანთა უმეტესობა სხვებისა თუ საკუთარი ბრალეულობის მიზეზით უმოქმედო ფაზაში იმყოფება და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეცვლას პრაქტიკულად სხვის ხარჯზე მოელის. არადა, ავიწყდება, რომ არჩევანის თანამდევი პროცესები გავლენას ახდენს განვითარების პერსპექტივასა და სამომავლო ყოფა-ცხოვრების პროცესებზე.

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ პიროვნული ზრდა უწყვეტი პროცესია და არა თავისთავად უკვე მომხდარი მოვლენა. პოზიტიური მიდგომით გაჯერებული პასუხისმგებლიანობა თვითშეფასებასაც ამაღლებს და ქმედითუნარიანობასაც ძალას მატებს.

გვქონდეს შინაგანი პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ ვიცავთ როგორც პირად, ასევე გარშემო მყოფთა ინტერესებს. აუცილებელია გვესმოდეს, სად გადის ზღვარი ჩვენს პიროვნულ თავისუფლებასა და სხვების სამოქმედო ნებას შორის. რაც არ უნდა ძალაუფლება გაგვაჩნდეს და რა გინდ ფართო იყოს ჩვენი ფანტაზია, პასუხისმგებლობის საზღვრები არ უნდა აღემატებოდეს არსებულ შესაძლებლობათა მართვის უნარს. ამასთანავე, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებობს საგნები და მოვლენები, რომლებზეც ცხადია, პასუხს არ ვაგებთ.

მართალია, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სხვა ადამიანების გრძნობებს ან/და მათ რეაქციებს ამა თუ იმ ქმედებაზე, თუმცა როგორც წარმატების, ასევე მარცხის შემთხვევაში დაკისრებული პასუხისმგებლობის თანაზიარი უნდა ვიყოთ. ეს არის სოლიდარობის განცდა საზოგადოების წინაშე. როცა ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მოვალეობა, ისინი არ გაურბიან აღებულ ვალდებულებებს, პირიქით, საზოგადო ინტერესებიდან გამომდინარე, აქვთ მაღალი ჩართულობის მოთხოვნა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათ შესრულებას.

საზოგადოებრივ როლთან დამოკიდებულებით ყოველ პიროვნებას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია. ეს კონცეპცია მსგავსია ბიზნესისა და იმ საჯარო ორგანიზაციების მიმართ, ვისი მუშაობაც ორიენტირებულია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებაზე. ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი პროდუქტი, საქონელი თუ მომსახურება უზრუნველყოფს ქვეყნის კეთილდღეობას. ამ ჯაჭვის რომელიმე რგოლის მიერ არაკეთილსინდისიერად შესრულებული მოვალეობა საბოლოო შედეგზე სავალალოდ აისახება. ასეთ დროს პასუხისმგებლობა ხშირად ასოცირდება დადანაშაულებასთან, რადგან ჩნდება კითხვა: „ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი?“ თუმცა რეალურად ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩართულია ამა თუ იმ პროცესში, გარკვეული ხარისხით ინაწილებს პასუხისმგებლობას როგორც საერთო ქმედებაზე, ასევე მისგან გამომდინარე შედეგებზე. რასაკვირველია, ყველას აქვს კონკრეტულ ვალდებულებაზე არჩევანის უფლება, მაგრამ საკუთარი თავის წინაშე ჩვენვე ვაგებთ პასუხს. მაგალითად, ვერავინ დალევს წყალს ჩვენს მაგივრად ან ვერ წაიკითხავს წიგნს ჩვენს ნაცვლად. რაც არ უნდა სხვებში ვეძებოთ ბრალეულობის მიზეზი, ვერავინ იფიქრებს ჩვენს საფიქრალს და ვერ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. აი, რას გულისხმობს არჩევანის თავისუფლება - მე ვაკეთებ ან არ ვაკეთებ.

აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ორივე ქმედება ჩვენი ნების გამოხატულება უნდა იყოს და არა გარემოებით გამოწვეული იძულება. ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი ნებისმიერი არჩევანისას, იქნება ის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოტივით განპირობებული. ვისაც გვსურს გამარჯვების მიღწევა, პირველ რიგში, ნებისყოფა უნდა გავიმტკიცოთ, რათა არანაირი საბაბით არ მოვადუნოთ გულისყური, პატივი ვცეთ საკუთარ არჩევანს და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. პასუხისმგებლობას აძლიერებს თვითდისციპლინა და საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა. არადა, გვჩვევია მიღწეულით კმაყოფილება და „კომფორტის ზონაში“ ნებივრობა. აი, როგორ ახასიათებს ამ უნარს განწყობის თეორიის ფუძემდებელი დიმიტრი უზნაძე: „ქართველს აკლია დაჟინებით მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს. მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა... პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა... იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის: დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, ხოლო გულთან ერთად ნებაც დუნდება, დაწყებული საქმე ანაზდად წყდება...ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი, მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით!“

მარცხის თავიდან ასაცილებლად კი ერთადერთი სწორი მიდგომა ევროპულ ფასეულობათა გაზიარებაა, რაც გულისხმობს არჩევანის მიმართ იმგვარ დამოკიდებულებას, როცა სრულად არის გათავისებული პასუხისმგებლობა არა მარტო არჩევანის, არამედ მისი შედეგების მიმართაც. თავისუფლების კონცეფცია არ ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ შექმნას ბედნიერი ცხოვრების პირობები. ადამიანებმა საკუთარი ხელებით, საკუთარი შრომით უნდა მოიპოვონ კეთილდღეობა, ხოლო სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თამაშის წესების დაცვაზე.

და რა წესებია ეს?!

უხსოვარი დროიდან დღემდე, ევროპული ცივილიზაცია ამკვიდრებს ისეთ ადამიანურ ღირებულებებს, როგორიცაა, პიროვნული ფასეულობა, საზოგადოების მიმართ პირადი პასუხისმგებლობის გამოხატვა და საკუთარი თავის მუდმივი შეცნობა ანუ თვითკრიტიკა ზომიერების ფარგლებში. მათ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ეს ღირებულებები თავისთავად ასოცირდება ღირსებასთან. ღირსეული პიროვნება ყოველთვის პასუხს აგებს ნათქვამ სიტყვაზე და თავის მიერ გაკეთებულ თუ არ გაკეთებულ ქმედებაზე. რაც შეეხება თავისუფლებას, როგორც ვაჟა ფშაველა ამბობს, „მხოლოდ იმაში როდი გამოიხატება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველ სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის სასარგებლო თუ არა სამავნებლო, საზარელი მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის!“ უნდა გვახსოვდეს, რომ ინერტულობა ეკონომიკის დამღუპველია. იმისგან დამოუკიდებლად საჯარო მოხელე ვართ, დამწყები მეწარმე თუ გამოცდილი ბიზნესმენი, სწორი არჩევანი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

„მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა“, ვაჟა ფშაველა

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ თავისუფლება ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ინტერპერსონალური ურთიერთქმედებისას. აბსოლუტური გაგებით ეს არის სხვების ძალისგან დამოუკიდებლად საკუთარი ნების გამოხატულება. ზოგადი მიდგომით, ის იძლევა არჩევანის შესაძლებლობას. რაც უფრო თავისუფალი ვართ, მით უფრო უკეთ ვიღებთ მართებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მოვლენათა შედეგებს ჩვენივე პასუხისმგებლობა განაპირობებს.

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ნებისმიერი ჩვენგანი უამრავი არჩევანის წინაშე დგას. სწორედ ჩვენს პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, რა გზას ავირჩევთ. ცხოვრებისეული გამოცდილება სავსეა მაგალითებით, როცა ხან დინების მიმართულებით მივცურავთ, ხან - მის საპირისპიროდ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი ძალისხმევა იძლევა შანსს გავხდეთ „გემის კაპიტანი“ და გზად რაც მეტ „შტორმს“ გადავლახავთ, მით უფრო გამოცდილ მეზღაურად ვყალიბდებით. სოციოლოგიის პროფესორები კეტრინ როსი და ჯონ მიროვსკი თავიანთ „ცნობარში ფსიქიკური ჯანმრთელობის სოციოლოგიაზე“ აღნიშნავენ, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი მოვლენებსა და პირობებს თავიანთი ქმედებით განსაზღვრავენ, ხოლო ნაწილი უბრალოდ ემორჩილება გარე ფაქტორებს და ყველაფერს მიაწერს ბედს, იღბალს, შემთხვევითობას ან რაიმე ზებუნებრივ ძალას. ამ მოცემულობით ისინი განასხვავებენ ორ კატეგორიას: 1. შემომქმედი ადამიანები, რომლებიც ენერგიით ძალმომართულნი თავად ამბობენ „სათქმელს“ ცხოვრების შედეგებზე და 2. ე.წ. „მსხვერპლის“ სტატუსით უმოქმედოდ დამორჩილებულები, ვისთვისაც მომავალი მხოლოდ გარეგანი ძალების კარნახით იქმნება.

მთავარი შეკითხვა, რასაც გულწრფელად უნდა ვუპასუხოთ, არის - ვინ ვართ ჩვენ ან უფრო ზუსტად, რომელ კატეგორიას გვინდა, რომ მივეკუთვნებოდეთ. ადრეც ვთქვი და კვლავ გავიმეორებ - პასუხისმგებლობა ნიშნავს უნარს ვაგოთ პასუხი ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე. მხოლოდ მაშინ ვართ ყველაზე წარმატებით რეალიზებულნი, როდესაც საკუთარ თავს ვანიჭებთ უფლებას ვიმოქმედოთ ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით და არც შედეგებზე პასუხისმგებლობა არ ავირიდოთ თავიდან. „წარმატების სტრატეგიების კურსის“ ავტორი, სკიპ დაუნინგი ასეთ მხატვრულ შედარებას აკეთებს: “როცა გზის გასაყართან რამდენიმე განშტოება შეგხვდებათ, შეგიძლიათ დაკვირვებით აირჩიოთ საით წახვიდეთ, რათა უკეთესი შედეგი მიიღოთ. ან უბრალოდ, პასიურად დაელოდოთ რას გიმზადებთ იღბალი და მას მიანდოთ თქვენი ბედი.“

პირველ შემთხვევაში ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს დანიშნულების ადგილს, ვეძებთ საშუალებებს, გამოსავალს. როცა ვხედავთ რაიმე ახალ, ჩვენთვის საინტერესო გამოწვევას, გადავდივართ მოქმედებაზე. მეორე ვარიანტია - ვიმყოფებით სამყაროს „მსხვერპლის“ როლში, ვადანაშაულებთ გარშემო ყველას და ყველაფერს, ვწუწუნებთ და ვბოდიშობთ ჩვენი არჩევანის გამო. შესაბამისად, აქტიური მოქმედებისას ვაღწევთ კიდევაც მიზანს და ვართ პასუხისმგებელი მიღებულ შედეგზე, ხოლო თუკი ვპასიურობთ, მიზანიც ბუნდოვანია და შედეგი - მითუმეტეს. ბოლო ხანს, სწორედ ასეთი გაურკვევლობა ჭარბობს, რადგან ადამიანთა უმეტესობა სხვებისა თუ საკუთარი ბრალეულობის მიზეზით უმოქმედო ფაზაში იმყოფება და რაც მთავარია, უკეთესობისკენ შეცვლას პრაქტიკულად სხვის ხარჯზე მოელის. არადა, ავიწყდება, რომ არჩევანის თანამდევი პროცესები გავლენას ახდენს განვითარების პერსპექტივასა და სამომავლო ყოფა-ცხოვრების პროცესებზე.

ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ პიროვნული ზრდა უწყვეტი პროცესია და არა თავისთავად უკვე მომხდარი მოვლენა. პოზიტიური მიდგომით გაჯერებული პასუხისმგებლიანობა თვითშეფასებასაც ამაღლებს და ქმედითუნარიანობასაც ძალას მატებს.

გვქონდეს შინაგანი პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ ვიცავთ როგორც პირად, ასევე გარშემო მყოფთა ინტერესებს. აუცილებელია გვესმოდეს, სად გადის ზღვარი ჩვენს პიროვნულ თავისუფლებასა და სხვების სამოქმედო ნებას შორის. რაც არ უნდა ძალაუფლება გაგვაჩნდეს და რა გინდ ფართო იყოს ჩვენი ფანტაზია, პასუხისმგებლობის საზღვრები არ უნდა აღემატებოდეს არსებულ შესაძლებლობათა მართვის უნარს. ამასთანავე, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებობს საგნები და მოვლენები, რომლებზეც ცხადია, პასუხს არ ვაგებთ.

მართალია, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სხვა ადამიანების გრძნობებს ან/და მათ რეაქციებს ამა თუ იმ ქმედებაზე, თუმცა როგორც წარმატების, ასევე მარცხის შემთხვევაში დაკისრებული პასუხისმგებლობის თანაზიარი უნდა ვიყოთ. ეს არის სოლიდარობის განცდა საზოგადოების წინაშე. როცა ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მოვალეობა, ისინი არ გაურბიან აღებულ ვალდებულებებს, პირიქით, საზოგადო ინტერესებიდან გამომდინარე, აქვთ მაღალი ჩართულობის მოთხოვნა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათ შესრულებას.

საზოგადოებრივ როლთან დამოკიდებულებით ყოველ პიროვნებას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნია. ეს კონცეპცია მსგავსია ბიზნესისა და იმ საჯარო ორგანიზაციების მიმართ, ვისი მუშაობაც ორიენტირებულია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებაზე. ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი პროდუქტი, საქონელი თუ მომსახურება უზრუნველყოფს ქვეყნის კეთილდღეობას. ამ ჯაჭვის რომელიმე რგოლის მიერ არაკეთილსინდისიერად შესრულებული მოვალეობა საბოლოო შედეგზე სავალალოდ აისახება. ასეთ დროს პასუხისმგებლობა ხშირად ასოცირდება დადანაშაულებასთან, რადგან ჩნდება კითხვა: „ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი?“ თუმცა რეალურად ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩართულია ამა თუ იმ პროცესში, გარკვეული ხარისხით ინაწილებს პასუხისმგებლობას როგორც საერთო ქმედებაზე, ასევე მისგან გამომდინარე შედეგებზე. რასაკვირველია, ყველას აქვს კონკრეტულ ვალდებულებაზე არჩევანის უფლება, მაგრამ საკუთარი თავის წინაშე ჩვენვე ვაგებთ პასუხს. მაგალითად, ვერავინ დალევს წყალს ჩვენს მაგივრად ან ვერ წაიკითხავს წიგნს ჩვენს ნაცვლად. რაც არ უნდა სხვებში ვეძებოთ ბრალეულობის მიზეზი, ვერავინ იფიქრებს ჩვენს საფიქრალს და ვერ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. აი, რას გულისხმობს არჩევანის თავისუფლება - მე ვაკეთებ ან არ ვაკეთებ.

აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ორივე ქმედება ჩვენი ნების გამოხატულება უნდა იყოს და არა გარემოებით გამოწვეული იძულება. ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი ნებისმიერი არჩევანისას, იქნება ის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოტივით განპირობებული. ვისაც გვსურს გამარჯვების მიღწევა, პირველ რიგში, ნებისყოფა უნდა გავიმტკიცოთ, რათა არანაირი საბაბით არ მოვადუნოთ გულისყური, პატივი ვცეთ საკუთარ არჩევანს და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. პასუხისმგებლობას აძლიერებს თვითდისციპლინა და საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა. არადა, გვჩვევია მიღწეულით კმაყოფილება და „კომფორტის ზონაში“ ნებივრობა. აი, როგორ ახასიათებს ამ უნარს განწყობის თეორიის ფუძემდებელი დიმიტრი უზნაძე: „ქართველს აკლია დაჟინებით მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს. მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა... პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა... იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის: დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, ხოლო გულთან ერთად ნებაც დუნდება, დაწყებული საქმე ანაზდად წყდება... ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი, მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით!“

მარცხის თავიდან ასაცილებლად კი ერთადერთი სწორი მიდგომა ევროპულ ფასეულობათა გაზიარებაა, რაც გულისხმობს არჩევანის მიმართ იმგვარ დამოკიდებულებას, როცა სრულად არის გათავისებული პასუხისმგებლობა არა მარტო არჩევანის, არამედ მისი შედეგების მიმართაც. თავისუფლების კონცეფცია არ ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ შექმნას ბედნიერი ცხოვრების პირობები. ადამიანებმა საკუთარი ხელებით, საკუთარი შრომით უნდა მოიპოვონ კეთილდღეობა, ხოლო სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თამაშის წესების დაცვაზე.

და რა წესებია ეს?!

უხსოვარი დროიდან დღემდე, ევროპული ცივილიზაცია ამკვიდრებს ისეთ ადამიანურ ღირებულებებს, როგორიცაა, პიროვნული ფასეულობა, საზოგადოების მიმართ პირადი პასუხისმგებლობის გამოხატვა და საკუთარი თავის მუდმივი შეცნობა ანუ თვითკრიტიკა ზომიერების ფარგლებში. მათ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. ეს ღირებულებები თავისთავად ასოცირდება ღირსებასთან. ღირსეული პიროვნება ყოველთვის პასუხს აგებს ნათქვამ სიტყვაზე და თავის მიერ გაკეთებულ თუ არ გაკეთებულ ქმედებაზე. რაც შეეხება თავისუფლებას, როგორც ვაჟა ფშაველა ამბობს, „მხოლოდ იმაში როდი გამოიხატება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველ სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის სასარგებლო თუ არა სამავნებლო, საზარელი მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის!“ უნდა გვახსოვდეს, რომ ინერტულობა ეკონომიკის დამღუპველია. იმისგან დამოუკიდებლად საჯარო მოხელე ვართ, დამწყები მეწარმე თუ გამოცდილი ბიზნესმენი, სწორი არჩევანი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

 

წინა სტატია

ერთი ნაბიჯით წინ
28 ოქტომბერი, 2016

შემდეგი სტატია

საქართველოს ბაზარზე 16 კომერციული ბანკი რჩება
28 ოქტომბერი, 2016
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა