თურქული ლირას და აზერბაიჯანული მანათის კურსები ახალ რეკორდებს ამყარებენ

თურქული ლირას და აზერბაიჯანული მანათის კურსები ახალ რეკორდებს ამყარებენ

დღეს, აზრბაიჯანული მანათის კურსმა დოლარის მიმართ 1.69-ს მიაღწია, ხოლო თურქული ლირას კურსმა 3.18-ს. ორივე ვალუტის კურსი დოლარის მიმართ ისტორიულ მინიმუმზეა. თურქული ლირას გაუფასურების ახალი ტალღა 22 სექტემბრიდან დაიწყო, როცა კურსი 2.94 იყო, ხოლო აზერბაიჯანული მანათის 15 ოქტომბრიდან, როცა კურსი 1.60 იყო. აზერბაიჯანული მანათის გაუფასურება ძირითადად ბოლო ერთ თვეში ბარელ ნავთობზე ფასის 5 დოლარით კლებითაა განპირობებული, ხოლო თურქული ლირას კურსის დაცემა ამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება, არ წყდება ტერორისტული აქტები და მასობრივი დაპატიმრებები.

ლირას და მანათის გაუფასურებას უარყოფითი გავლენა აქვს ქართულ ლარის კურსზე, რადგან ეს ორი ქვეყანა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო და ზოგადად, ეკონომიკური პარტნიორია. მათი ეკონომიკური პრობლემები და მათ შორის ვალუტის გაუფასურება, აუარესებს ჩვენ საგარეო სავაჭრო პირობებს და ამასთან, ამცირებს აზერბაიჯანის და თურქეთის საინვესტიო პოტენციალს.

გრაფიკი – აზერბაიჯანული მანათის კურსის ცვლილება ბოლო ერთ თვეში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *