მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია

2016 წლის წინასწარი მონაცემებით, შემოსავლის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი „ვოლმარტია“. „ვოლმარტი“ 2016 წელს 482 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს და დასაქმებული ჰყავა 2.3 მილიონი ადამიანი. 2.3 მილიონი ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე მთლიანად საქართველოს სამუშაო ძალა (შრომისუნარიანი მოსახლეობა). „ვოლმარტის“ წლიური შემოსავალი აღემატება ისეთი ქვეყნების წლიურ შემოსავალსაც კი, როგორიცაა ბელგია, ირლანდია, ავსტრია, დანია, ნორვეგია, ჩეხეთი, პოლონეთი, ისრაელი, ფინეთი, პორტუგალია და სხვა. „ვოლმარტზე“ მეტი შემოსავალი მსოფლიოში მხოლოდ 23 ქვეყანას აქვს.

მე-2 ადგილზეა ჩინური „სთეით გრიდი“, რომელიც ელექტროენერგიის წარმოებით და განაწილებითაა დაკავებული. მე-3-6 ადგილებს ნავთობის და გაზის სექტორში მოქმედი კომპანიები იკავებენ. შემდეგ მოდიან საავტომობილო კომპანიები: „ვოლკსვაგენი“ და „ტოიოტა“.

„ეფლი“ მე-9 ადგილზეა, მაგრამ აღნიშნულ დიდ კომპანიებს შორის „ეფლის“ შემოსავალი ყველაზე სწრაფად იზრდება. გასული წლის რეიტინგში „ეფლი“ ტოპ ათეულში არ შედიოდა.

წინა სტატია

თურქული ლირას და აზერბაიჯანული მანათის კურსები ახალ რეკორდებს ამყარებენ
08 ნოემბერი, 2016

შემდეგი სტატია

საგადასახადო ადმინისტრირების ლიბერალიზაციის შესახებ
08 ნოემბერი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა