ხორვატიის ილონ მასკი

ხორვატიის ილონ მასკი

შვიდი წლის წინ მატე რიმაცმა თავისი მწვანე ფერის 1986 წლის BMW-ის სერია E-სთან ექსპერიმენტირებას მიჰყო ხელი: მის შიგნეულობას ისეთ რამეებს უშვრებოდა, რომ მანქანა სწრაფიც გაეხადა და ელექტრობაზე მომუშავეც. რიმაცმა, რომელიც მაშინ 21 წლის მოყვარული ავტომრბოლელი იყო, საბოლოოდ იმდენი ჰქნა, რომ მოკრუნჩხულმა სერია E-მ მეოთხედი მილი 12 წამში დაფარა (ასეთი მაღალი სიჩქარით მოძრაობა TESLA-ს არც ერთ მანქანას არ შეუძლია). მაგრამ რიმაცი ამით არ დაკმაყოფილდა: „მინდოდა, 21-ე საუკუნის სუპერმანქანა შემექმნა“.

ჩრდილო ხორვატიაში, მშობლიურ ქალაქ სვეტაში (მოსახლეობა: 18,000) მდებარე პატარა ლაბორატორიაში მუშაობით, მან ინვესტორთა ჯგუფისგან (მათ შორის, ჩინური ფირმა IAMAL-ისგან, რომელიც FORBES MEDIA-ში წილს ფლობს) $10 მილიონი მოიზიდა და საოცნებო მანქანის, CONCEPT ONE-ის, შექმნა დაიწყო. მანქანის დებიუტი 2011- ში, FRANKFURT MOTOR SHOW-ზე შედგა. ახლანდელი მოდელი ნამდვილი ცეცხლია: ოთხი ელექტროძრავისგან გენერირებული 1,088 ცძ-ს წყალობით, 100კმ/ სთ-მდე სიჩქარის გასავითარებლად 2.6 წამი სჭირდება (უფრო ცოტა დრო, ვიდრე საშუალო FERRARI-ს). რიმაცმა მხოლოდ ექვსი CONCEPT ONE-ი გაყიდა (თითო – $1 მილიონად) და ვიდრე ახალ დიზაინზე დაიწყებდეს მუშაობას, კიდევ ორი ასეთის დამზადებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *