ლარის ოფიციალური კურსი 2.51-ს მიუახლოვდა

ლარის ოფიციალური კურსი 2.51-ს მიუახლოვდა

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.5078 ნიშნულზე განსაზღვრა. თუმცა, ბლუმბერგის ბანკთაშრის სავალუტო ბირჟაზე დღეს ლარის კურსმა 2.5250-ს მიაღწია, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 2.53-ია. ლარის ოფიციალური კურსი ევროს მიმართ 2.6670-ია. დოლარის მიმართ კურსისგან განსხვავებით, ლარი ევროს მიმართ რეკორდულ დონეზე არ არის გაუფასურებული.

ლარმა გაუფასურების ახალი ტალღა აგვისტოს ბოლოდან დაიწყო და დღემდე 10%-ით გაუფასურდა, 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ კი (როდესაც კურსი 1.66 იყო) ლარი დოლარის მიმართ 51%-ით გაუფასურდა.

გრაფიკი: ლარის კურსი დოლარის მიმართ 24 აგვისტოდან 28 ნოემბრამდე:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *