საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვები

Silk Way Airlines-ი ფრენებს ბაქო-თბილის-ბაქოს მიმართულებით კვირაში ერთხელ ახორციელებს. კომპანიას თბილისში აზერბაიჯანის საერთაშორისო ავიახაზები წარმოადგენს.

მეორე კომპანია - Cargolux-ი საქართველოში 2008 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ახორციელებს ფრენებს B747- 8F ტიპის ავიახომალდით ლუქსემბურგ-თბილის-ბაქოს მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და პარასკევობით. Cargolux-ს საქართველოში TAV-ი წარმოადგენს. ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, Cargolux-ი ყველანაირი ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს, რაც ექვემდებარება გადაზიდვას (მათ შორის, მანქანები, ავეჯი, ფრინველი) და არ არის შესული აკრძალული ან საშიში ნივთების სიაში. TAV-ის ინფორმაციით, კომპანია ახორციელებს როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო გადაზიდვებს, თუმცა მის მიერ განხორციელებულ გადაზიდვებში მაინც იმპორტი ჭარბობს.

Turkish Cargo, რომელიც Turkish Airline-ის შვილობილი კომპანიაა, საქართველოს საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე 2007 წლის მარტიდან არის წარმოდგენილი. როგორც კომპანიის რეგიონალური დირექტორი ბურაქ ომეროღლუ (S. Burak ÖMEROĞLU) აცხადებს, 2012 წლის მონაცემებით Turkish Airline-ი ქართული საჰაერო გადაზიდვების ლიდერია 41%-იანი წილით. მისივე განცხადებით, 2012 წელს Turkish Cargo-ს მიერ განხორციელებულ საექსპორტო და საიმპორტო გადაზიდვებს შორის შეფარდება 1/9 იყო, ხოლო სულ განხორციელებული ექსპორტის მოცულობა - 437 000 კილოგრამი. კომპანია სხვადასხვა ტიპის ტვირთების გადაზიდვას ახორციელებს, მათ შორის: ბიოლოგიური ნივთიერებების, სამედიცინო აღჭურვილობის, მობილური ტელეფონების, პარფიუმერული ნაწარმის, ელექტრონული მოწყობილობების გადაზიდვებს.

Turkish Cargo A310-304F და A330-200F ტიპის ავიახომალდებით რეგულარულ ფრენებს კვირაში სამჯერ სტამბულ-თბილის-სტამბულის მიმართულებით ახორციელებს. კომპანიას მფლობელობაში სულ ცხრა სატვირთო ავიახომალდი აქვს.

 

 

წინა სტატია

BP-ის საქმიანობა საქართველოში
30 სექტემბერი, 2013

შემდეგი სტატია

ქართული ტელემაუწყებლობის დიგიტალიზაციის პროცესი
02 ოქტომბერი, 2013
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა