კორუფციის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

კორუფციის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ყოველწლიურად აქვეყნებს ქვეყნების კორუფციის დონის რეიტინგს. რეიტინგი ეფუძნება კორუფციის აღქმის ინდექსს (Corruption Perceptions Index). ინდექსში კორუფცია განმარტებულია, როგორც საჯარო (პოლიტიკური) ძალაუფლების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება. კვლევის შედეგები მოსახლეობის და ექსპერტების გამოკითხვას ემყარება. კვლევა მსოფლიოს 176 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაქსიმალური ქულაა 100 და ნიშნავს კორუფციისგან სრულად თავისუფალ ქვეყანას. 100 ქულა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, თუმცა 90 ქულით დანიაა პირველ ადგილზე.

2016 წლის ინდექსის თანხმად, საქართველო 44-ე ადგილზეა 57 ქულით. 2015 წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა. საქართველოს მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოკლებით) და ცენტრალური აზიის რეგიონში საუკეთესოა.

რეიტინგის ბოლო ადგილს (176-ე) სომალი იკავებს 10 ქულით. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *