SES განაგრძობს ლიდერობას მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის განვითარებისათვის

SES, 2016 წლის მონაცემებით, ევროპაში HD არხების უმსხვილესი პროვაიდერია 14%-იანი ზრდის მაჩვენებლით.

SES S.A. განაგრძობს ლიდერობას მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის (HDTV) განვითარების მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილეს HD და ულტრა HD (UHD) პლატფორმას.

2016 წელს HD არხების რაოდენობა SES-ის თანამგზავრებში 7%-ით, 2495 არხამდე გაიზარდა. დღეს SES-ის 7,538 არხიდან 33% HD ხარისხისაა, ხოლო HD ხარისხის არხების 27% მსოფლიო მასშტაბით გადაიცემა. ამასთან, SES-ის არხების 60%-ზე მეტი ამჟამად MPEG-4 სტანდარტით გადაიცემა.

ევროპაში HDTV-ის გავრცელების ზრდის არსებული ტენდენცია SES-ის HDTV განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი იყო, სადაც HDTV არხების რაოდენობა 14%-ით, 750-ზე მეტ არხამდე გაიზარდა. ამასთან ერთად, HDTV ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზეც გაიზარდა. 

SES-ი ასევე აგრძელებს კომერციული ხელშეკრულებების შემოტანის ტენდენციასაც, რომელიც დღეისათვის, ერთი წლის წინ არსებული მდგომარეობის - რვა არხისგან განსხვავებით 21 UHD არხისთვის არის უზრუნველყოფილი. დღეს მსოფლიოს მასშტაბით სატელიტურად გადაცემული UHD არხების თითქმის 50%-ის მაუწყებლობას SES-ი ახორციელებს.  

2016 წელს, “RR Media”-ის შესყიდვამ და შემდგომში “SES Platform Services”-თან შერწყმით “MX1”-ის შექმნამ ხელი შეუწყო “SES”-ის უპრეცედენტო პოზიციონირებას ბაზარზე ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში ახალ HDTV და UHD არხებთან, ასევე, ზრდად და განვითარებად ბაზრებზე SES-ის ვიდეო ბიზნესის შემდგომ გაფართოებას.

“SES-9”-ის გაშვებამ, ასევე SES-ის  HD და Ultra HD ბიზნესის განვითარების ზრდამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ზრდას აზიის ბაზრებზე, სადაც კომპანია დიფერენცირებულ სტრატეგიას იყენებს. “SES-10”-ის და “SES-15”-ის გაშვება წელს, შემდგომი ზრდის პოტენციალს შექმნის ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე.  

“სულ უფრო და უფრო მეტი სატელევიზიო არხის დამატება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს  SES-ის წამყვან როლს სატელევიზიო მაუწყებლობის ინფრასტრუქტურისა და მსოფლიოს ციფრულ ფორმატზე გადაყვანის მიმართულებით” განაცხადა SES-ის უფროსმა კომერციულმა ოფიცერმა ფერდინანდ კაიზერმა. “არხების პორტფელის ზრდისა და 2016 წელს მნიშვნელოვანი შენაძენების მეშვეობით, SES-ი განსაკუთრებით მომგებიან პოზიციაშია ზრდის ძირითადი შესაძლებლობების გამოყენებისთვის, განსაკუთრებით ახალ და განვითარებად ბაზრებზე.  ჩვენი არსებული საწყისი პროგრამა ამ სამომავლო ზრდის დინამიკური მექანიზმია. HD და Ultra HD ხარისხში გადმოცემული არხების რაოდენობის ზრდასთან ერთად, 2017 წელს და შემდგომში, დავინახავთ SES-ის ვიდეო სეგმენტის ზრდის გაგრძელებას და სწრაფ განვითარებას"

წინა სტატია

“სათადარიგო საბურავი” ანუ როგორ მუშაობს ეკონომიკა
02 თებერვალი, 2017

შემდეგი სტატია

იანვარში სამომხმარებლო პროდუქცია 2.9 პროცენტით გაძვირდა
03 თებერვალი, 2017
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა