ეკონომიკური გლობალიზაციის მსოფლიო ინდექსში საქართველო მე-16 ადგილზეა

ეკონომიკური გლობალიზაციის მსოფლიო ინდექსში საქართველო მე-16 ადგილზეა

საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის მიხედვით, მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს, ხოლო ზოგადად გლობალიზაციის დონით 64-ე ადგილზეა. 2015 წელს ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში საქართველოს მე-19 ადგილი ეკავა.

ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა ინტეგრირებული მსოფლიოში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორადაა მიჩნეულია.

ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს გლობალიზაციის ინდექსს, რომელიც 207 ქვეყანას მოიცავს. ინდექსის მაჩვენებლები 3 ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი, რომლებიც მოიცავენ შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონის განსაზღვრა საერთაშრისო ვაჭრობის და უცხოური კაპიტალის მოძრაობის სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ხდება.

ცხრილი: ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგი, 2016 წელი:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *