ლარი დოლარის მიმართ 3 თეთრით გამყარდა

დღეს, 22 თებერვალს, ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2.6029-ის დონეზე განისაზღვრა, რაც 3 თეთრით ნაკლებია აქამდე მოქმედ ოფიციალურ გაცვლით კურსზე. ლარმა გამყარება 10 იანვრიდან დაიწყო და 22 თებერვლამდე 16 თეთრით გამყარდა. დღეს ლარი 4 თეთრით ევროს მიმართაც გამყარდა.

ლარის გამყარებას ძირითადად უცხოური ვალუტის ნაკადების ზრდა იწვევს. მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით ქართული პროდუქიის ექსპორტი 45%-ით გაიზარდა და თითქმის დააბალანსა იმპორტის ზრდა. 26%-ით გაიზარდა საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები. 32.4%-ით გაიზარდა საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა. მიმოქცევაში არსებული ლარის მასა (M2) კი დაახლოებით 200 მლნ ლარით შემცირდა (დეკემბრის ბოლოსთან შედარებით).

წინა სტატია

ახალი საფეხური
22 თებერვალი, 2017

შემდეგი სტატია

ინვესტიცია განვითარებაში
23 თებერვალი, 2017
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა