ბიზნეს კაფეს მერვე შეხვედრა

2017 წლის 22 თებერვალს კომპანია ინსორსმა განაახლა ბიზნეს კაფეს შეხვედრები. რიგით მერვე შეხვედრა სასტუმრო ჰოლიდეი ინ თბილისში გაიმართა, სადაც ბიზნეს კონსულტანტმა და ანტერპრენიორმა გუგა ცანავამ წარადგინა თემა “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”.

ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია “ინსორსის” მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015-2016 წლებში პაშა ბანკის ექსკლუზიური პარტნიორობით იქნა ინიცირებული და განხორციელებული. პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების გაზიარების მიზნით რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. პროქტის მიმართ დიდ ინტერესს იწვევს მისი მრავალფეროვანი თემატიკა და მოწვეული სპიკერების უნიკალური ცოდნა და გამოცდილება ამა თუ იმ სფეროში, ასევე მისი ინტერაქტიული ფორმატი, რომელიც ჩართვის და დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს დამსწრეებს.

ბიზნეს კაფეს წარმატებასთან ერთად გაიზარდა მის მიმართ ინტერესიც და 2017 წლიდან პროექტს ახალი სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი.

“მოხარული ვართ, რომ უკვე მესამე წელია ვთანამშრომლობთ კომპანია ინსორსთან და მოგვეცა საშუალება, ვიყოთ ბიზნეს კაფეს პროექტის გენერალური სპონსორი. ამასთანავე, მივესალმებით პროექტის ახალ პარტნიორებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა დადებითად აისახება მის წარმატებაზე და განვითარებაზე. წლის პირველი შეხვედრა საკმაოდ დინამიური და ინფორმაციული გამოვიდა, მონაწილეთა კმაყოფილება და დასწრების მსურველების მზარდი რაოდენობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბიზნეს კაფეს პროექტი შედგა და მას ინტერესით ელიან.” - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

 შეგახსენებთ, რომ ბიზნეს კაფეს შეხვედრების მოდერატორებს შორის იყვნენ:

- ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად “ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე - თემით “აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”

- გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - თემით “ინოვაციების მართვა”

- ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - “ორგანიზაციული კულტურა”

- დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - “ადამიანური რესურსების მართვა”

- ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - “მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები”

- პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - “წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები”

- თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - თემით “ვინ არის მომავლის ლიდერი?”

წინა სტატია

აპლიკაციების ჯადოქარი
27 თებერვალი, 2017

შემდეგი სტატია

statusdonates.ge - თქვენი ქველმოქმედების სტატუსი
28 თებერვალი, 2017
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა