ლარის გამყარებას დადებითი ეკონომიკური ტენდენციები განაპირობებს

მიმდინარე წლის 10 იანვრიდან ლარმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო და 28 თებერვლის მდგომარეობით დაახლოებით 20 თეთრით (7.5%-ით) გამყარდა. ლარის გამყარების მიზეზებთან დაკავშირებით ფორბსი ეკონომისტ ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა.

ბესო ნამჩავაძის თქმით: "ბოლო ორნახევარი წელია ლარის კურსს დაცემის ტენდენცია აქვს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში იყო მცირედი გამყარებებიც. ეს მცირედი გამყარებები ისევ გაუფასურების ტენდენციით იცვლებოდა, რადგან ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები ფაქტობრივად არ შეინიშნებოდა. ეხლა კი განსხვავებული სიტუაციაა. იანვარში 45%-ით გაიზარდა ექსპორტი, 32%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, 26%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან, ეკონომიკური ზრდის ტემპმა კი 5.2% შეადგინა. ყოველივე ეს დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე. ამას ემატება ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტების გამყარებაც. მათი ვალუტების გამყარება ხელს უწყობს ჩვენი სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას და აქედან გამომდინარე, დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შედარებით დაბალანსებული ხარჯვაა.

თებერვლის მონაცემები ჯერ არ ვიცით, მაგრამ ლარის კურსის ცვლილებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ოპერატიული ინფორმაციიდან ჩანს, რომ დადებით ტენდენციები სავარაუდოდ თებერვალშიც გაგრძელდა.

ეხლა ჩვენთვის უფრო დიდი გამოწვევა ინფლაციის დონეა, რომელიც იანვარში ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს 4%-ს მიუახლოვდა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც წარმოების საშუალება - საწვავი გაძვირდა. აქციზის ზრდამ აიძულა ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკა გაემკაცრებინა. სხვა შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საჭირო არ იქნებოდა და დღეს უფრო დაბალი ინფლაცია და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვექნებოდა."

წინა სტატია

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.2 პროცენტით გაიზარდა
28 თებერვალი, 2017

შემდეგი სტატია

UBER-ის თამამი სვლა
01 მარტი, 2017
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა