საგარეო ვაჭრობის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საგარეო ვაჭრობის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა, 88.6 ქულით (მაქსიმალური ქულაა 100).

საგარეო ვაჭრობის თავისუფლება 2 კრიტერიუმით განისაზღვრება: ტარიფების დონე ვაჭრობაში (ექსპორტ-იმპორტში) და არასატარიფო ბარიერების არსებობა. საქართველოს საშუალო საიმპორტო ტარიფი 0.7%-ია, რაც საკმაოდ დაბალია. დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ საქართველოს უმეტეს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს.

არასატარიფო ბარიერები მოიცავს რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეზღუდვებს ვაჭრობაში, მაგალითად, როგორიცაა: რაოდენობრივი ქვოტები, ტექნიკური ბარიერები, ლიცენზიები, ნებართვები, ანტიდემპინგური ღონისძიებები, ემბარგო და სხვა. საქართველოში არასატარიფო ბარიერების დონეც საკმაოდ დაბალია და იშვიათ შემთხვევებში არის გამოყენებული.

თავისუფალი საგარეო ვაჭრობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის და განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია.

ცხრილი: მსოფლიოს ტოპ 10 ქვეყანა საგარეო ვაჭრობის თავისუფლებით:

ადგილი მსოფლიოში

ქვეყანა

ქულა (მაქსიმალურია 100)

1

ლიხტენშტეინი

90.0

2

შვეიცარია

90.0

3

ჰონგ კონგი

90.0

4

სინგაპური

90.0

5

მაკაუ

90.0

6

ბრუნეი

89.1

7

სვაზილენდი

88.9

8

მავრიკი

88.7

9

საქართველო

88.6

10

კანადა

88.4

წყარო: Economic Freedom Index, Heritage Foundation

წინა სტატია

ფეშენისტა, რომელმაც თამაშის წესები შეცვალა
27 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

შინაური ცხოველის მშობელი
27 მარტი, 2017
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა