SES-10 თანამგზავრის ისტორიული გაშვება

SES-10 თანამგზავრის ისტორიული გაშვება

SES აცხადებს, რომ SES-10 თანამგზავრი წარმატებით იქნა გაშვებული კოსმოსში პილოტირებული SpaceX Falcon 9 რაკეტის ბორტზე 31 მარტს, 18:27 სთ-ზე აღმოსავლეთ სტანდარტული დროით, ფლორიდაში მდებარე NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან. SES-10 პირველი გეო-სტაციონარული კომერციული თანამგზავრია, რომელიც ოდესმე ყოფილა გაშვებული პილოტირებული პირველსაფეხურიანი სარაკეტო ამაჩქარებლით.

მრავალმიზნობრივი კოსმოსური ხომალდი კომპანიის პირველი თანამგზავრია, რომელიც მთლიანად გამიზნულია ლათინურ ამერიკაში მომსახურების მიწოდებაზე. SES-10-ის მაღალი სიმძლავრის სხივები გაზრდის SES-ის შესაძლებლობებს მთელს რეგიონში და უზრუნველყოფს პირდაპირ სატელიტურ მაუწყებლობას, საწარმოო და მობილური მომსახურების მიწოდებასთან ერთად.

SES-10 ჩაანაცვლებს სიმძლავრეს, რომელსაც უზრუნველყოფენ სხვა SES თანამგზავრები დასავლეთის 67 გრადუსზე და ასევე მიაწვდის დამატებით სიმძლავრეებს მექსიკას, ცენტრალურ ამერიკას, სამხრეთ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებს.

ანდების თანამეგობრობასთან (ბოლივია, კოლუმბია, ეკვადორი და პერუ) დადებული შეთანხმების შესაბამისად, თანამგზავრი ფუნქციონირებას განახორციელებს ანდების თანამეგობრობის „Simón Bolivar 2“-ის ხარისხში, მიაწვდის რა თანამგზავრულ სიმძლავრეებს ანდების თანამეგობრობის წევრ თითოეულ სახელმწიფოს. ანდების სატელიტური პროექტი აღმოცენდა წევრი ქვეყნების საზიარო ინტერესებიდან, ჰქონოდათ საერთო სატელიტური ქსელი და ესარგებლათ ანდების სპექტრის რესურსებით.

SpaceX-ის პირველი მისიის ფარგლებში SES-10-ის წარმატებული გაშვება პილოტირებული რაკეტის გამოყენებით ხსნის კოსმოსური ფრენების ახალ ერას. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ „SpaceX“-თან ვთანამშრომლობდით ინოვაციური და მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების გამოყენების მიმართულებით, რაც კოსმოსზე წვდომას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ღირებულებისა და მართვის თვალსაზრისით“, განაცხადა მარტინ ჰალიველმა, SES-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა. „SES-10-ის მიერ შემოთავაზებული დამატებითი სიმძლავრე იდეალურია დამატებით სატელევიზიო მომსახურების უზრუნველსაყოფად, გამოსახულების უკეთესი ხარისხითა და უფრო სწრაფი ფართოზოლოვანი სერვისით – ამ ორივეს კი სიხარულით შეეგებება მილიონობით ადამიანი მთელს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში“.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მივაღწიეთ პილოტირებული Falcon 9-ის წარმატებულ გაშვებას. ეს არის ისტორიული ეტაპი“, – განაცხადა გვინ შოტველმა, SpaceX-ის პრეზიდენტმა და ოპერაციების მთავარმა დირექტორმა.  „მოხარული ვართ, რომ დავასრულეთ ეს ეტაპი SES-თან ერთად, რომელიც „SpaceX“-ის და ინოვაციების მტკიცე მხარდამჭერი იყო წლების განმავლობაში“.

SES-10 აშენებულია „Airbus Defence and Space“-ის მიერ და შექმნილია „Eurostar E3000“ პლატფორმის საფუძველზე. თანამგზავრი გამოიყენებს ელექტრულ პლაზმურ გადაადგილების სისტემას ორბიტალური მანევრირებისთვის და ქიმიურ სისტემას ორბიტაზე თავდაპირველი ასვლისათვის. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *