მარტში საქართველოს ეკონომიკა 5.3 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ეკონომიკა 5.3 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის მარტში, 2016 წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით გაიზარდა. პირველი კვარტლის (იანვარ-მარტის) საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა.

2016 წელს საქათველოს ეკონომიკა ჯამში 2.7%-ით გაიზარდა. 2017 წლისთვის საქართველოს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, ხოლო სავალუტო ფონდის პროგნოზით 3.5%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *