წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6.1 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6.1 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.1%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.1% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.1%-ით გაძვირდა.

წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, აპრილში ყველაზე მეტად (1.4%-ით) სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. 1.7%-ით გაიაფდა სატრანსპორტო ჯგუფის საქონელი და მომსახურება. 1.1%-ით გაიაფდა კავშირგაბმულობის მომსახურება.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (17.6%-ით) ტრანსპორტის ფასები გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 14.5%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 7.6%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 6.1%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 3.7%-ით გაიაფდა.

2010 წელთან შედარებით დღეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 26%-ით არის გაზრდილი.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *