რომელი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები იზრდება ყველაზე მეტად

ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლის დონეს გამოხატავს წლის განმავლობაში ერთი მოსახლის მიერ მიღებული საშუალო შემოსავალი. ერთ მოსახლეზე შემოსავალს სხვადასხვა ინდიკატორებით ზომავენ და ყველა ამ ინდიკატორს თავისი გამოყენების არეალი აქვს. როდესაც ერთ მოსახლეზე შემოსავალს ვზომავთ იმ მიზნით, რომ შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების მაჩვენებლები ერთმანეთს შევადაროთ, ამ დროს უნდა გამოვიყენოთ მსყიდველობითი უნარის პარიტეტით (PPP) დათვლილი ერთ მოსახლეზე შემოსავალი. მსყიდველობითი უნარის პარიტეტი გამორიცხავს ქვეყნებს შორის ფასების დონის სხვაობა. კეთდება დაშვება, რომ 1 აშშ დოლარს ყველა ქვეყანაში თანაბარი მსყიდველობითი უნარი აქვს.

მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2016 წელს ერთ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე მეტად ირლანდიაში გაიზარდა - 3 749 დოლარით. შემდეგ მოდის ისლანდია - 3 395 დოლარით და შემდეგ ლუქსემბურგი - 2 949 დოლარით. ცხრილში მოცემული 10 ქვეყნიდან, 2016 წელს ყველაზე დაბალი შემოსავალი (17 944) ერაყში იყო. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ეკონომიკა პროცენტულად სწრაფად აღარ იზრდება, უკვე დაფიქსირებული მაღალი შემოსავლების საბაზისო ეფექტის და მოსახლეობის კლების (ან დაბალი ტემპით ზრდის) გამო, ერთ მოსახლეზე რეალური შემოსავალი ამ ქვეყნებში უფრო მეტად იზრდება, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, მიუხედაად იმისა, რომ 2016 წელს ყველაზე სწრაფად ნაურუს ეკონომიკა (10.4%-ით) გაიზარდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალმა მხოლოდ 745 დოლარით მოიმატა.

ცხრილი - ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2015-2016 წლებში და შემოსავლის ზრდა, (PPP) აშშ დოლარი

 

ქვეყანა

2015

2016

ზრდა

1

ირლანდია

   65 482  

   69 231  

 3 749  

2

ისლანდია

   45 740  

   49 136  

 3 395  

3

ლუქსემბურგი

 101 054  

 104 003  

 2 949  

4

სინგაპური

   86 128  

   87 855  

 1 727  

5

ესპანეთი

   34 751  

   36 416  

 1 665  

6

შვედეთი

   48 310  

   49 836  

 1 526  

7

ერაყი

   16 502  

   17 944  

 1 442  

8

ნიდერლანდები

   49 624  

   51 049  

 1 425  

9

ჰონგ კონგი

   56 907  

   58 322  

 1 415  

10

რუმინეთი

   20 934  

   22 348  

 1 414  

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

წინა სტატია

ახალი ველოსიპედის გამოგონება
04 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

Competition Agency Competed Investigation Of Poti Port Case
04 მაისი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა