რატომ არ გვყავს მეტი მილიარდერი?

მთავრობებს, და განსაკუთრებით აშშ-ის მთავრობას, ბოლო ორმოცი წლის მანძილზე უფრო გონივრული მონეტარული, ფისკალური და რეგულაციური პოლიტიკა რომ გაეტარებინათ, გლობალურ მილიარდერთა რიცხვი 20,000 იქნებოდა – ათჯერ მეტი, ვიდრე მიმდინარე ნომერში წარმოდგენილი 2,043-ია.

სიმდიდრის შექმნა – როგორც ბოსტნეულის, ხეების, ხილისა და ყვავილების – ყველაზე ნაყოფიერად კეთილგანწყობილ გარემოში ხდება. 1970-იანებიდან მოყოლებული, ცუდი პოლიტიკა ლამის წესადაა ქცეული.

ფული დღეს ყველაზე მცდარად გაგებული საკითხია. დღემდე, ეკონომისტების წმინდა წიგნის თანახმად, ეკონომიკის წარმმართველი ძალა ფულის მარაგისა და ხარჯის მანიპულირებაა, ისევე როგორც საჭის ტრიალი – მანქანისთვის. რეალობაში, ცენტრალური ბანკების მონეტარულ აქტივობებთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვა იჩენს თავს: რა მასშტაბების იქნება მათგან გამოწვეული ზარალი? უმთავრესი მაგალითი, ცხადია, ფედერალური რეზერვია, რომელთა სიბრიყვეები, 2008-09 წლების ეკონომიკური კრიზისადან მოყოლებული, სულს ხდის აშშ-ის ეკონომიკას.

ფული არ არის სიმდიდრე. ის ამარტივებს პროდუქტებისა და სერვისების ყიდვასა და გაყიდვისა. ის ზომავს მათ ღირებულებას, ისევე როგორც საათი ზომავს დროს. ის დაახლოებით იგივეა, რაც საკუთრების დამადასტურებელი ქვითარი თუ ბილეთი. ოქროს სტანდარტი, რომელიც აშშ-მა 1971-ში მიატოვა, ვალუტებს უკეთ უნარჩუნებს სტაბილურობას, ვიდრე ნებისმიერი სხვა სისტემა. სტაბილური ფული ამარტივებს ნაყოფიერ ინვესტირებას, რის გარეშეც ვერავითარ სიმდიდრეს ვერ შევქმნიდით.

გადასახადები ტვირთია. მაღალი ტარიფები აბრკოლებს ეკონომიკურ ზრდას. როცა 1960-იანებსა და 1970-იანებში ევროპამ დამატებითი ღირებულების გადასახადები (VAT) დააწესა ცამდე ასულ საშემოსავლო გადასახადებთან ერთად, ზრდის ტემპები დაეცა.

ერთი კრიტიკული შეკითხვა: გაიმეორებს აშშ ევროპის შეცდომას და შემოიღებს 20%-იან კვაზი-VAT-ს, რომელსაც საზღვრის რეგულირების გადასახადი ჰქვია? დაუჯერებელია, მაგრამ არაერთი ისტებლიშმენტის რესპუბლიკელი მომუშავე ოჯახების საწინააღმდეგოდ მიმართულ ამ გადასახადს აქტიურად უჭერს მხარს. ეკონომიკის დამბეჩავებელი რეგულაციები სოკოებივით მრავლდება. საბედნიეროდ, ტრამპის ადმინისტრაცია მოწადინებული ჩანს, ამ გადასახადების ეკვივალენტებს უკომპრომისო ომი გამოუცხადოს.

სტაბილური ფული, დაბალი გადასახადები, საღი აზრით ნაკარნახევი წესები. ყოვლად მარტივია. და მაინც – პოლიტიკურად ყოვლად რთული მისაღწევი.

წინა სტატია

GAA: საფრთხის ქვეშაა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და აშშ-ს ნედლეულით მომარაგება
14 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

Investing in Development
15 მაისი, 2017
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა