ქართული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებლები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების მოგება-ზარალის უწყისებიდან ირკვევა, რომ პირველ კვარტალში ყველაზე მეტი წმინდა მოგება  - 118.4 მლნ ლარი „საქართველოს ბანკს“ ჰქონდა, რომელიც 342%-ით მეტია 2016 წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მეორე ადგილზე „თიბისი ბანკია“ 66.5 მლნ ლარით, რაც 81%-ით მეტია წინა წლის პირველი კვარტლის მოგებაზე. მესამეზე „რესპუბლიკა ბანკია“ (რომელიც უკვე „თიბისი ბანკს“ შეუერთდა) 21.6 მლნ ლარით.

წმინდა მოგების ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა „ხალიკ ბანკი“, რომლის მოგებაც 364%-ით გაიზარდა და 3.8 მლნ ლარი შეადგინა. 15%-ით შემცირდა „ბანკი ქართუს“ მოგება და 5.4 მლნ ლარი შეადგინა. ყველაზე მეტად „იშ ბანკის“ მოგება შემცირდა - 120%-ით. ის ერთადერთი ბანკია, რომელმაც პირველი კვარტალი ზარალით დაასრულა.

პირველ კვარტალში ყველა ბანკმა ერთად 258 მლნ ლარის წმინდა მოგება ნახა, რომლის 80% სამ მსხვილ ბანკზე მოდის.

 

 

ბანკის დასახელება

2017 წლის პირველი კვარტლის მოგება,   მლნ ლარებში

მოგების ცვლილება 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით

1

საქართველოს ბანკი

118.4

342%

2

თიბისი ბანკი

66.5

81%

3

რესპუბლიკა

21.6

65%

4

ვითიბი ბანკი ჯორჯია

10.2

193%

5

ლიბერთი ბანკი

9.7

124%

6

ბაზისბანკი

8.0

13%

7

ბანკი ქართუ

5.4

-15%

8

ტერაბანკი

5.4

325%

9

ხალიკ ბანკი

3.8

364%

10

პროკრედიტ ბანკი

3.4

-34%

11

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი

1.8

9%

12

კრედო ბანკი

1.7

-

13

პაშა ბანკი

1.4

-23%

14

ზირაათ ბანკი

0.5

2%

15

ფინკა ბანკი

0.3

21%

16

სილქ როუდ ბანკი

0.2

102%

17

იშ ბანკი

-0.3

-120%

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

წინა სტატია

საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიების პირველი კონფერენცია გაიმართება
16 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით კიდევ ერთხელ დასახელდა ყველაზე აქტიურ ბანკად
16 მაისი, 2017
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა