LG და SES მოახდენენ 4K კადრების მაღალი სიხშირის ტექნოლოგიით დემონსტრირებას

LG და SES მოახდენენ 4K კადრების მაღალი სიხშირის ტექნოლოგიით დემონსტრირებას

SES („Euronext“ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) და „LG Electronics“-ი (LG) განახორციელებენ OLED ტელევიზორით ულტრათანამედროვე 4K კადრების მაღალი სიხშირის (HFR) გადაცემას SES-ის მეათე ინდუსტრიული დღეებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც ლუქსემბურგში, 16-17 მაისს გაიმართება.

4K HFR სამაუწყებლო შინაარსის გადაცემა მოხდება ღია ეთერში ASTRA-თანამგზავრის მეშვეობით აღმოსავლეთის 19.2 გრადუსზე და გამოსახულება ნაჩვენები იქნება LG-ს OLED ტელევიზორით, HFR-ის საცდელი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. ეს დემონსტრაცია სტუმრებს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი თვალით იხილონ 4K HFR ახალი თაობის მაუწყებლობის მაღალგანვითარებული გამოსახულების ხარისხი.  

HFR წარმოადგენს ახალ სამაუწყებლო ტექნოლოგიას, რომელიც აუმჯობესებს 4K ულტრა მაღალი გარჩევადობის მიწოდების ხარისხს წამში კადრების რაოდენობის (FPS) 120-მდე გაზრდით, რაც სამაუწყებლო შინაარსის მაქსიმუმს შეადგენს, თუ შევადარებთ უახლესი ტექნოლოგიის მაჩვენებლებს, რომელსაც, როგორც წესი, 50 FPS მაუწყებლობის ან ნაკლების მხარდაჭერა გააჩნია. გაზრდილი FPS სიხშირე განსაკუთრებით მომგებიანია სწრაფი მოქმედების შემცველი მაუწყებლობისას, როგორიცაა სპორტული მოვლენები, რეალისტური, უაღრესად მოძრავი გამოსახულების მქონე კონტენტი, რა დროსაც, ჩვეულებრივი ტელევიზორების შემთხვევაში, ადგილი აქვს გამოსახულების გაუარესებას მოძრაობის შედეგად, მაგალითად მოძრაობების ბუნდოვანებას ან ვიბრაციას.

არა მხოლოდ LG, არამედ მსოფლიოს სხვა სამაუწყებლო კომპანიები და სამაუწყებლო შინაარსის მიმწოდებლებიც ასევე ემზადებიან ულტრა მაღალი გარჩევადობის მეორე ფაზის დაწყებისთვის, რომელზეც გამოყენებული იქნება DVB UHD-1 ფაზა 2-ის მახასიათებლები და 4K HFR ტექნოლოგია. UHD-1 ფაზა 2-ის სტანდარტი მოიცავს სხვა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა მაღალი დინამიური დიაპაზონი (HDR) და ახალი თაობის აუდიო (NGA).

„ჩვენ ძალზე მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ, თუ რამდენად ეფექტურია LG-ის OLED ტელევიზორი, როგორც პლატფორმა 4K HFR-ისა და სხვა მაღალხარისხოვანი სამაუწყებლო შინაარსისთვის“, განაცხადა სემ კიმმა, „LG Home Entertainment Company“-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და სატელევიზიო პროდუქციის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. „LG მუდმივად ისწრაფის მთელს მსოფლიოში მომხმარებლებისთვის უახლესი სატელევიზიო ტექნოლოგიებისა და კადრების მაღალი სიხშირის შეთავაზებას OLED ტელევიზორების მეშვეობით, რომელთა შესაძლებლობებიც საკუთარი თვალით უნდა იხილო, რათა დაიჯერო. რეალურ დროში ASTRA-თანამგზავრის მეშვეობით გადმოცემული 4K HFR სამაუწყებლო შინაარსის ყურება OLED ტელევიზორში თანამედროვე სატელევიზიო ტექნოლოგიების საზღვრების გარღვევის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს“.

„SES მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად ახდენდა ულტრა მაღალი გარჩევადობის განვითარების სტიმულირებას და ინდუსტრიის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველთვის შესანიშნავი პლატფორმა იყო ახალი სატელევიზიო ტექნოლოგიების წარმოსადგენად,“ – განაცხადა თომას ვრედემ, SES-ის ახალი ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა. „კადრების მაღალი სიხშირე იქნება ულტრა მაღალი გარჩევადობის თანამგზავრული გადმოცემის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, განსაკუთრებით კი – სპორტისა და რეალითი-სატელევიზიო გადაცემების სფეროში. „LG Electronics“-თან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობა მნიშვნელოვანი ფაქტორია უახლესი სამაუწყებლო სტანდარტებისა და მომავლის სატელევიზიო ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში და ჩვენ ძალზე მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ „LG Electronics“-თან  ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *