IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 3,5%-ზე შეინარჩუნა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 3,5%-ზე შეინარჩუნა. 2018 წელს კი ფონდი საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 

სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო განმარტავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ინვესტიციები და შიდა მოხმარების ზრდა იქნება. 

"2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზრდას ვხედავთ ფულადი გადმორიცხვებისა და ტურიზმის კუთხითაც. ესაა ის პოზიტიური ნიშნები, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. ამჯერად, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვურჩევთ იზრუნონ კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდაზე. ასევე საჭიროა ფისკალური რისკები შემცირდეს. საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა ნაბიჯები, იმისთვის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდეს. ვფიქრობთ, რომ ფისკალური კონსოლიდაციისთვის ძლიერი ნაბიჯები გადაიდგა", - განაცხადა ფრანსუა პეშომ. 

წინა სტატია

ნავთობის ტოპ-10 ექსპორტიორი ქვეყანა
18 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

EBRD: ქართულ საბანკო სექტორში მესამე მსხვილი ბანკის გამოჩენა კარგი იქნებოდა
19 მაისი, 2017
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა