ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომრები საქართველოში

ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომრები საქართველოში

საქართველოში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების უმეტესობა თბილისსა და ბათუმშია კონცენტრირებული. 2017 წლის ბოლომდე, თბილისში საერთაშორისო სასტუმრო ნომრების რაოდენობის 1203 ოთახით გაზრდაა დაგეგმილი (+69,6%), ბათუმში კი 224 ოთახით (+24,1%). 

ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომრების რეიტინგი შემდეგია: 

ბათუმი, სასტუმრო Leogrand – სასტუმროში საპრეზიდენტო ნომრის ფასი საშუალოდ 2500 დოლარია, მისი ფასი სეზონურობიდან გამომდინარე იცვლება და 3000 დოლარამდე ადის. ნომერი სასტუმროს 21-ე სართულზე მდებარეობს და 175 კვ.მ-ს აერთიანებს.  

თბილისი, სასტუმრო Biltmore – სასტუმროში Royal Suite ნომერი 1 ღამით დღგ-ს გარეშე საშუალოდ 2300 დოლარი ჯდება. ნომერი 200 კვ.მ-ს აერთიანებს, მასში 2 საძინებელი, 3 აბაზანა და ჯაკუზია განთავსებული. ნომრის მომსახურებაში, რომელშიც ღამის გათენება თითქმის 8000 ლარამდე ჯდება, შედის საცურაო აუზიც. 

თბილისი, Radisson Blu Iveria – სასტუმროში ყველაზე ძვირადღირებული ნომრის ფასი 1000-დან 2000 დოლარამდე მერყეობს. ფასი სეზონურობიდან გამომდინარე იცვლება და მის მომსახურებაში შედის სპა, საუზმე, ალკოჰოლური სასმელი და სასტუმროს სპეცალური საჩუქარი. 

თბილისი, Marriot – სასტუმროში ე.წ. საპრეზიდენტო ოთახში ერთი ღამის გათენება საშუალოდ 1400 დოლარი ჯდება. 

ბათუმი, Sheraton – სასტუმროში პენტჰაუსის დაქირავების ფასი ერთი ღამით საშუალოდ 2500 დოლარია. ნომრის მომსახურებაში შედის სპა, სავარჯიშო დარბაზი და სასტუმროს ბარით მომსახურება.

ბათუმი, Hilton – სასტუმროში ყველაზე ძვირადღირებული ნომრის ფასი ერთი ღამით 2240 დოლარია. 

ბათუმი, Intourist Palace – სასტუმროში ყველაზე ძვირადღირებული ნომრის, საპრეზიდენტო ოთახის ფასი საშუალოდ 1000 დოლარია, მომსახურებაში შედის საუზმე და სპა. 

თბილისი, Preference Hualing – სასტუმროში პრემიუმ კლასის ნომერის დაქირავება ერთი ღამით საშუალოდ 500 დოლარი ჯდება. ნომერი ორსართულიანი, დუპლექსის სტილისაა და ის სასტუმროს მეათე სართულზეა განთავსებული. ნომრის მომსახურებაში შედის საუზმე, სასტუმროს ბარი და რეკრეაციული ზონით სარგებლობა. 

ბათუმი, Raddison – ბათუმის რადისონის სასტუმროში ყველაზე ძირადღირებული ნომრის ფასი საშუალოდ 780 ლარია, თუმცა თანხა სეზონურობიდან გამომდინარე იცვლება. 

თბილისი, Holiday Inn – სასტუმროში ე.წ. executive ნომრის დაქირავება ერთი ღამით საშუალოდ 290 დოლარი ჯდება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *