ხუან მიროს ნამუშევრების აუქციონი ჩაიშალა

ლონდონური აუქციონი Christie's აღარ გაყიდის პორტუგალიის მთავრობის მიერ შეთავაზებული კოლექციას, რომელშიც ხუან მიროს 85 ნამუშევარი შედიოდა. ეს კოლექცია სახელმწიფო საკუთრებაში 2008 წელს გადავიდა, მას მერე, რაც მთავრობამ Banco Portugues de Negocios-ის ნაციონალიზება მოახდინა.

დიდი ესპანელი სიურრეალისტის ნახატების გაყიდვით, პორტუგალიის მთავრობა ცდილობდა თავისი მოქალაქეებისთვის იმ ვალების ნაწილის გადახდას, რომელიც ბანკის გაკოტრების შედეგად წარმოიშვა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას პორტუგალიის სოციალისტური პარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები მოყვა, ხოლო 10 ათასამდე პორტუგალიელმა ონლაინ-პეტიციას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც ბრიტანელებმა აუქციონი ჩატარებამდე ერთი დღით ადრე გააუქმეს.

პორტუგალიელთა მიერ შეთავაზებული ნამუშევრები შეფასებული იყო, როგორც „მიროს ნახატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი კოლექცია“. მოსალოდნელი იყო, რომ ყველაზე ძვირად ორი ფერწერული ტილო გაიყიდებოდა: „ქალები და ჩიტები“, რომელიც 1968 წელს არის შექმნილი და მისი მოსალოდნელი გასაყიდი ფასი მერყეობდა 4-დან 7 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე (6,5-11,5 მილიონი აშშ დოლარი), და ასევე „ფერწერა“ (2,5-3,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი). სულ პორტუგალიელთა კოლექცია დაახლოებით 29 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული.

ხუან მირო გახლდათ 1920-იანი წლების სურრეალისტური მიმდინარეობის მთავარი ფიგურა.

წინა სტატია

გოგი თოფაძე "ლიპტონის" წინააღმდეგ
06 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

ნაზარბაევი ყაზახეთისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის
07 თებერვალი, 2014
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა