Forbes–მა მსოფლიოს უსხვილესი საჯარო კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა

Forbes–ი მსოფლიოს უსხვილესი საჯარო კომპანიების რეიტინგს - Global2000 აქვეყნებს. რეიტინგში მსოფლიოს 58 ქვეყნიდან 2 000 კომპანიაა შეყვანილი, რომელთა ჯამურმა შემოსავალმა $35.3 ტრილიონი შეადგინა.  რეიტინგის 40%-ზე მეტს ამერიკული და ჩინური კომპანიები იკავებენ.

რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია: 

1. ICBC – ჩინური კომპანიის საბაზრო ღირებულება Forbes ვერსიით $229,8 მილიარდს შეადგენს, მოგება კი $42 მილიარდს. 

2. China Construction Bank - ჩინური ბანკის საბაზრო ღირებულება $200,5 მილიარდია, მოგება - $35 მილიარდი. 

3. Berkshire Hathaway - უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანიის საბაზრო ღირებულება $409,9 მილიარდია, მისი მოგება კი გასულულ წელს $24,1 მილიარდი იყო.  

4.  JP Morgan Chase - ამერიკული საბანკო ინსტიტუტის საბაზრო ღირებულება $306,6 მილიარდს შეადგენს, მოგება კი $24,2 მილიარდს. 

5. Wells Fargo - ამერიკული ბანკის საბაზრო ღირებულება Forbes-ს $274.4  მილიარდად აქვს შეფასებული, მოგება კი $21 მილიარდ დოლარად. 

6. Agricultural Bank of China - ჩინური ბანკის საბაზრო ღირებულება $149.2  მილიარდი, მოგება კი $27,8 მილიარდი. 

7. Bank of America - ბანკის საბაზრო ღირებულება $231,9 მილიარდს შეადგენს, მოგება კი $16,6 მილიარდს. 

8. Bank of China - საბაზრო ღირებულება $141,3 მილიარდი, მოგება - $24,9 მილიარდი. 

9. Apple – ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო ღირებულება $752 მილიარდს შეადგენს, მოგება კი $45,2 მილიარდს. 

10. Toyota Morot - კომპანიის საბაზრო ღირებულება $171,9 მილიარდია, ხოლო მოგება $17,1 მილიარდი. 

Global 2000-ის რეიტინგში შემდეგი რუსული კომპანიები მოხვდა: Gazprom (#40), Sberbank (56), Rosneft (#82), Lukoil (#129), VTB Bank (#397), Transnef (#658), tatneft (#672), Magnit (#813), UC Rusal (#962), Serverstal (#1021). რუსეთის უმსხვილესმა კომპანიამ Gazprom წინა წელთან შედარებით  პოზიცია 13 ადგილით გაიუმჯობესა, რისი მიზეზიც კომპანის მოგების $4,9 მილიარდამდე ზრდა გახდა. ჯამში რეიტინგში 27 რუსული კომპანია მოხვდა. 

მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში პირველი ორი ადგილი ჩინეთს უკავია, ქვეყნის პოზიციები ჯამში გაუარესებულია: 2016 წელს რეიტინგის პირველ სამეულს, 2015 წელს კი პირველ ოთხეულს ჩინური კომპანიები იკავებდნენ. 

წინა სტატია

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.1 პროცენტით გაიზარდა
30 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

ღრუბლების ექსპორტიორი
30 მაისი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა