ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი უკვე პარლამენტშია.

კანონპროექტით, საქართველოს ეროვნული ბანკი შეძლებს დააწესოს არა გამარტივებული მოთხოვნები პროსპექტის დამტკიცების დროს, არამედ განსხვავებული მიდგომა გამოიჩინოს სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდის პროსპექტის დამტკიცებისას, ფასიანი ქაღალდების გამომშვებს წარმოადგენინოს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც კავშირში იქნება გამოსაშვებ ფასიან ქაღალდთან და მაქსიმალურად გაითვალისწინოს მომხმარებელთა/ინვესტორთა ინტერესების დაცვის ფაქტორი ემისიის პროსპექტის დამუშავებისას.

კანონპროექტის შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტის ჩამოანთვალს ემატება საგადასახდო მომსახურების პროვაიდერი.

ამასთან, საბროკერო კომპანიას ენიჭება უცხოური ვალუტით სავაჭრო პლატფორმის ორგანიზების უფლება.

კანონპროექტის შესაბამისად, ასევე ცვლილება შედის საბროკერო კომპანიებისათვის, საფონდო ბირჟებისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის ლიცენზიების გაუქმების მარეგულირებელ წესში, კერძოდ, უქმდება აღნიშნული სუბექტებისათვის ვადის (არანაკლებ 30 დღის) განსაზღვრის შესაძლებლობა.

კანონით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სანქციის სახით მოითხოვოს მაკონტროლებელი პირისაგან კონტროლის გაუქმება ან შეზღუდვა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის.

ხოლო რაც შეეხება, ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს, მას ენიჭება ფულადი გზავნილებით მომსახურების განხორციელების უფლება მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქციის შესრულების შემთხვევაში.

წინა სტატია

საქმე, რომელსაც შედეგი მოაქვს
31 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

SOCAR ტრანსანატოლიური გაზსადენის პროექტში წილს წლის ბოლომდე შეიძენს
31 მაისი, 2017
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა