ნაზარბაევი ყაზახეთისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის რებრენდინგს გეგმავს და ყაზახეთისთვის სახელის შეცვლის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ქვეყნის დღევანდელი სახელი - Kazakhstan - ხელს უშლის უცხოელ ინვესტორებს, პოლიტიკოსებს და ტურისტებს ყაზახეთის იდენტიფიცირებას და გამორჩევას ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებისგან, რომლებსაც ასევე აქვთ სუფიქსი - stan. მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოელები გაცილებით დიდ ინტერესს იჩენენ მონღოლეთის მიმართ, რომელსაც ასეთი სუფიქსი არ გააჩნია.

ნაზარბაევმა ყაზახეთის ახალი დასახელების ვერსიაც გამოაცხადა - Kazak Yeli, რაც 'ყაზახთა ქვეყანას' ნიშნავს. ქალაქ ატირაუს საზოგადოებასთან შეხვედრისას, ნაზარბაევმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა აუცილებლად შესათანხმებელია ყაზახეთის მოსახლეობასთან და მიესალმება ამ თემაზე ფართო დისკუსიის დაწყებას. დებატები ამ თემაზე მართლაც ელვისებურად დაიწყო, სოციალურ ქსელებში ყაზახების ნაწილი მიესალმება სახელის შეცვლას და stan სუფიქსის ჩამოშორებას, ეთნიკურად რუსი მოქალაქეების უმრავლესობა არ ეთანხმება ამ ინიციატივას. ორივე მხარე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთვის სახელის შეცვლა საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია.

წინა სტატია

ხუან მიროს ნამუშევრების აუქციონი ჩაიშალა
06 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

ეშტონ კუჩერი 36 წლის გახდა. ფაქტები და ფოტოგალერეა
07 თებერვალი, 2014
$7 მილიარდიანი პროექტი - TANAP-ის მშენებლობა დასრულდა
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
20 ცვლილება დღგ-ით დაბეგვრისას, რომლის ამოქმედებაც 2020 წელს იგეგმება
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 05, 2019
Forbes Georgia in English - Issue #13
Issues | ივნ, 24, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა