ინოვაციები ბიზნესისთვის

ინოვაციები ბიზნესისთვის

თიბისი ბანკში ამბობენ, რომ მათი კლიენტების თითქმის ნახევარი უკვე დიდი ხანია მათ სერვისებს დისტანციურად მოიხმარს. გარდა ამისა, კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ იურიდიულ პირებს არ სურთ საბანკო პროცედურებზე დროის ხარჯვა. ამიტომაც, რადგან კომპანია ყოველთვის კლიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, ამჯერადაც თიბისიში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდების გზებზე დაიწყეს ფიქრი და შედეგმაც არ დააყოვნა. ამიერიდან თიბისიში იურიდიული პირისთვის ანგარიშის გახსნა და კლიენტად რეგისტრაცია ონლაინ და დისტანციურად, ბანკში მიუსვლელად და რაც მთავარია უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ვებგვერდზე www.tbcbank.com.ge მომხმარებელი ავსებს მოთხოვნას და მთლიანად ონლაინ რეჟიმში რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, დაახლოებით 5 წუთში რეგისტრირდება ბანკის კლიენტად, ხსნის ანგარიშს, ინტერნეტბანკს და შეუძლია ბიზნეს ბარათის შეკვეთაც. ამ ინოვაციური სიახლის მეშვეობით ის ზოგავს დროს, შესაბამისად, კი გარკვეულ ფინანსურ რესურსებს.

ონლაინის გარდა, ყველა ზემოთჩამოთვლილი მომსახურების მიღება იურიდიულ პირებს დისტანციურად, სატელეფონო ცენტრის დახმარებითაც შეუძლიათ. ისინი სატელეფონო კონსულტანტთან დარეკვით შეავსებენ განაცხადს, ხოლო დოკუმენტებს ბანკის თანამშრომელი ელექტრომობილით ადგილზე მიუტანთ.

ნიკა ქურდიანი – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე:

ქვეყანაში რაც უფრო მეტი ინოვაცია იქნება და რაც უფრო მეტ სტანდარტულ პროცესს გავამარტივებთ, მით მეტად დავუზოგავთ დროს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.  დღეს  ნებისმიერი ადამიანისთვის დროს თავისი ფასი აქვს,  ამიტომ აუცილებელი გახდა რევოლუციური სიახლეების დანერგვა. გარდა იმისა, რომ დისტანციური მომსახურების ეს მოდელი ინოვაციაა საქართველოსთვის,  ჩვენი სერვისი მთელი  რეგიონის და ევროპის არაერთი ქვეყნის მასშტაბითაც  უპრეცედენტოა.

უდავოდ უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო თიბისი ბანკის მხრიდან კიდევ ერთი ინოვაციის – “ბიზნესრუკის”  ანუ ბიზნესებისთვის ანალიტიკური კვლევის პლატფორმის შექმნა. იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ბიზნესის დაწყებისთვისაც კი აუცილებლად სჭირდება ბაზრის შესწავლა და კონკრეტულ ინდუსტრიაში არსებული კონკურენტული ვითარების ცოდნა, თიბისი ბანკის ეს პროექტი უპრეცედენტოს გარდა, საკმაოდ დროული და გონივრულიცაა.  მოცემული პროგრამა  ბანკმა შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული აგრეგირებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა, შედეგად კი მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელონ ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე და საკუთარი კომპანიის საქმიანობა –  მოგება, ხელფასები თუ თანამშრომელთა რაოდენობა ბიზნესის ანალოგიურ სფეროებს შეადარონ, თანაც როგორც ლოკალურად ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ბიზნესრუკით“ სარგებლობა ნებისმიერ მსურველს ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge შეუძლია.

ნიკა ქურდიანი – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე:

„ჩვენ გარშემო  ძალიან ბევრი ინფორმაციაა. ვიფიქრეთ, რატომ არ შეიძლება რომ ეს ინფორმაცია ჩვენივე კლიენტების სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ზოგადად, ეგრეთწოდებული „big data” ძალიან დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. მოცემული ინოვაციის დანერგვისთვის  თავისთავად  ძალიან დიდი IT ინვესტიცია განვახორციელეთ,  ამას დასჭირდა დიდი დროც, მაგრამ  ეროვნული ბანკისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებების გასაოცრად ოპერატიული ჩართულობის შედეგად მიზანს მივაღწიეთ.“

ზემოთხსენებული სიახლეების პარალელურად კიდევ უფრო მოქნილი და ინფორმაციული გახდა თიბისი ბიზნესის ვებგვერდი www.tbcbusiness.ge, რომელიც ბიზნესსექტორში მომუშავე ადამიანებს მათთვის საჭირო პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს და რომელსაც დღიდან დაარსებისა ამ დრომდე უკვე მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

თიბისი ბანკში ამბობენ, რომ  ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მეშვეობით საკუთარი კლიენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას გააგრძელებენ და საშუალოდ ექვსთვიანი ინტერვალით  კიდევ უფრო გაუმჯობესებული სახით წარმოადგენენ სიახლეებს.  ეს ამოცანა ლოგიკური გაგრძელებაა იმ მიზნისა, რომელიც კომპანიას აქვს დასახული – გახდეს საუკეთესო ციფრული კომპანია საქართველოს ბაზარზე და არა მარტო.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *