რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 6.6%-ით გაძვირდა. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მატად (17.5%-ით) ტრანსპორტის ხარჯები გაიზარდა. სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები 15%-ით გაძვირდა, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 8.3%-ით.

თუ ცალკე აღებულ პროდუქტებს ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში (2017 წლის მაისი შედარებულია 2016 წლის მაისთან) ყველაზე მეტად, 143%-ით კომბოსტო გაძვირდა. შემდეგ მოდის კიტრი, რომელიც 60%-ით გაძვირდა. მესამე ადგილზეა მწვანილი 57%-ით. ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების ტოპ ოცეულს ნიგოზი ასრულებს, რომელიც 23%-ით გაძვირდა.

ცხრილი: პროდუქცია, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

 

პროდუქტების დასახელება

გაძვირების %

1

კომბოსტო

143%

2

კიტრი

60%

3

მწვანილი

57%

4

პომიდორი

50%

5

მსხალი

49%

6

ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი

39%

7

დიზელის საწვავი

36%

8

მწვანე ლობიო

35%

9

ყურძენი

35%

10

ბენზინი

33%

11

ნიორი

32%

12

ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი

31%

13

იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი

31%

14

სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები

29%

15

თვითმფრინავით მგზავრობა

26%

16

გაზის საწვავი

26%

17

კივი

25%

18

საზამთრო

25%

19

სტაფილო

24%

20

ნიგოზი

23%

წინა სტატია

Сколько обходится путешествие в Грузию?
05 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავლებმა გასულ წელს 96.1 მლნ ლარი შეადგინა
06 ივნისი, 2017
10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმა საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | ივლ, 04, 2017
Golden Fleece Token - პირველი ქართული კრიპტოვალუტა!
ინტერვიუ | აგვ, 15, 2017
პიარი "ჰაი ჰილსებზე"
Forbes Woman | ივლ, 06, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა