იანვარ-მაისში საქართველოს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 48%-ით გაიზარდა

2017 წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი - აქედან 5 380 რეგულარული და 1 359 ჩარტერული, რაც 39,12%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (4 844).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 53 567 ერთეული გადაფრენა).

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, რაც 4 700,32 ტონით, შესაბამისად - 48,47%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

წინა სტატია

В прошедшем году, розничная прибыль мобильных операторов составила 418 млн лари
07 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2017 წლის ივნისის ნომერი
07 ივნისი, 2017
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა