ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ცენტრები მოეწყობა - ვიდეო

ენგურის კაშხლის მიმდებარედ უახლოეს მომავალში მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა იგეგმება. ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და კაშხალზე ლიფტს მოიცავს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ლიფტი იქნება.

პროექტი ათწლიანია. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ დააარსა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომლის მიზანს წარმოადგენს, განახორციელოს ენგურის კაშხლის მიმდებარედ ტურისტული მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

წინა სტატია

მაისში უცხოური ვალუტის რეზერვები 79 მილიონი დოლარით გაიზარდა
09 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

Glenfiddich-ის ქართული საკოლექციო ჩამოსხმა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად
09 ივნისი, 2017
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა