საქართველო ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიოში 85-ე ადგილზეა

საქართველო ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიოში 85-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს 138 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს ისლანდიაში აქვს. მეორე და მესამე ადგილს კი ლუქსემბრუგი და ნორვეგია იკავებენ.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, - რუსეთი ინტერნეტზე წვდომის კუთხით, 39-ე ადგილზეა, ყაზახეთი 41-ე, თურქეთი 71-ზე, უკრაინა მე-80-ზე.

საქართველოს შემდეგ რეიტინგში ბოლივია და პარაგვაი მოდიან. საქართველოში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი 45.2%-ია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ წელში საქართველოში ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი გაიზარდა - 2015 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 43%-ს ჰქონდა, თუმცა მაშინ რეიტინგში საქართველოს მე-80 ადგილი ეკავა.

მსოფლიოში ინტერნეტზე წვდომის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაშია, - ევროპის მოსახლეობის 77,4%-ს აქვს ინტერნეტზე წვდომა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აფრიკაშია, სადაც ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 28,3%-ს აქვს.

წინა სტატია

Inter RAO ქართულ მხარესთან დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს
11 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

ტომას მელია "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველის დანიშვნას ექსპროპრიაციას უწოდებს
12 ივნისი, 2017
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა