ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა

ანაკლიის პორტის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მის საჯარო განხილვებს იწყებს.

ანაკლიის პროექტის მიზანია განავითაროს და აამოქმედოს საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც შესძლებს წლიურად დაახლოებთ 8 მილიონი ტონა საკონტეინერო ტვირთის მომსახურებას.

როგორც ცნობილია, მთავრობამ ანაკლიის პორტამდე სარკინიგზო ხაზის მიყვანა უნდა უზრუნველყოს. დოკუმენტის მიხედვით, რკინიგზა სოფლებს ცაცხვსა და ანაკლიას შორის გაივლის.

რკინიგზის ხაზი იქნება არსებული სენაკი-ენგური-გალის სარკინიგზი ხაზის განშტოება ცაცხვის რკინიგზის სადგურთან, ზუგდიდი რაიონში. რკინიგზის პროექტი 100 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება. ამასთან, ჩქაროსნული გზა აშენდება დაგეგმილი რკინიგზის ხაზის სამხრეთით მის პარალელურად.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენერალური გეგმის მიხედვით, პროექტის პირველი ფაზის დროს მოხდება ნავსადგურის განვითარება. პროექტის განვითარების მომდევნო ფაზების შედეგად ნავსადგური განაგრძობს განვითარებას და 2069 წლისათვის შეძლებს 100 მილიონი ტონა საკონტეინერო, ასევე მშრალი და თხევადი ტვირთის დამუშავებას შვიდი საკონტეინერო ნავმისადგომისა და სამი მშრალი ნაყარი და/ან თხევადი ტვირთების ნავმისადგომის მეშვეობით.

წინა სტატია

არომატმა რა ჰქმნა
14 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

თიბისი ბანკი Symbiotics-გან 45 მილიონამდე ლარის რესურსს მიიღებს
14 ივნისი, 2017
“ალიანს ჯგუფი” სამშენებლო დეველოპმენტში მომავლის ტენდენციებს ამკვიდრებს
კომპანიები | მაი, 15, 2017
ახალი ველოსიპედის გამოგონება
ანტრეპრენიორები | მაი, 04, 2017
20 ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 01, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა