საქართველოს რკინიგზის შემოსავლები მცირდება

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები მცირდება

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები მცირდება. 2016 წელს წინა წელთან შედარებით, სახელმწიფო კომპანიის მთლიანი შემოსავლები 23%-ით შემცირდა, ტრანსპორტირების მოცულობა კი წლიურად 16%-ით შემცირდა.

გასულ წელს, საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 440 მლნ ლარი იყო, 2015 წელს კი 574 მლნ ლარი. საქართველოს რკინიგზის წმინდა შემოსავლებმა 2016 წელს, 65,1 მლნ ლარი შეადგინა.
რკინიგზის შემოსავლები შემცირებას წლის პირველ კვარტალშიც განგრძობს, – იანვარ-მარტში საქართველოს რკინიგზის შემოსავლები დაახლოებით 3%-ით შემცირდა.

წლის პირველ კვარტალში გაიზარდა საქართველოს რკინიგზის შემოსავლები სამგზავრო გადაყვანებიდან (24%), თუმცა სატვირთო გადაზიდვებიდან შემცირდა. რკინიგზის შემოსავლების უმეტესი წილი – 67% სწორედ სატვირთო გადაზიდვებზე მოდის. ტვირთების უმეტესობა 2016 წელს აზერბაიჯანიდან მოდიოდა, ადგილობრივ გადაზიდვებზე კი მთლიანი მოცულობის მხოლოდ 5% მოდიოდა.

2016 წელს, ნავთობპროდუქტების გადაზიდვიდან საქართველოს რკინიგზამ 107.14 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 66 მილიონით შემცირებული მაჩვენებელია (-38,2%).
საქართველოს რკინიგზის შემოსავლების კლება უმეტესად ტვირთბრუნვის შემცირებას უკავშირდება, წლის პირველ სამ თვეში ტვირთბრუნვა 2%-ით შემცირა. ამასთან, წლის დასაწყისში სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი “B+”-მდე შეამცირა პროგნოზით სტაბილური. საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო სამი წელია შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

2017 წლის პირველ სამ თვეში, სატრანსპორტო გადაზიდვიდან მიღებული შემოსავალი 10%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს რკინიგზის სატრანსპორტო შემოსავალი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის გაცვლით კურსზე, რადგან ტარიფების უმეტესობა დოლარშია დენომინირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *