მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი - 2013 წლის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედები

ვინ გაიღო ყველაზე დიდი რაოდენობის ფული 2013 წელს აშშ-ში? მარკ ცუკერბერგმა და მისმა ცოლმა, პრისცილა ჩანმა. მათ თითქმის 1 მილიარდი დოლარი (992,2$) გაიღეს Silicon Valley Community Foundation-ის სასარგებლოდ.

სულ, 2013 წელს, ტოპ-50-მა ამერიკელმა ფილანტროპმა 7,7 მილარდი დოლარი გაიღო საქველმოქმედო მიზნებისთვის, რაც 300 მილიონით აღემატება 2012 წლის მონაცემს, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2011 წლის ნიშნულს - $10,4 მილიარდი.

The Chronicle of Philanthropy.-ის მიერ შედგენილ სიაში მეორე ადგილზე გავიდა ტეხასელი ენერგეტიკული მაგნატი, ჯორჯ მიტჩელი. იგი 2013 წლის ივლისში გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, 750 მილიონი დოლარი დაუტოვა თავის საოჯახო ფონდს, რომელიც ბუნებრივი აირის რესურსების შენარჩუნებაზე და განვითარებაზე ზრუნავს. გარდაცვალებამდე Forbes-მა მიტჩელის კაპიტალი 2 მილიარდ დოლარად შეაფასა.

ქველმოქმედთა სიაში მესამე ადგილზე Nike-ის თანადამფუძნებელი, ფილიპ ნაითი და მისი ცოლი პენელოპე არიან, რომლებმაც 500 მილიონი გაიღეს სიმსივნის კვლევებისთვის, "ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების საუნივერსიტეტო ფონდის" სასარგებლოდ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რაში დახარჯავს ცუკერბერგ/ჩანისგან მიღებულ თანხას "სილიკონის ველის საზოგადოებრივი ფონდი". როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება მანამდე, სანამ დონორებისგან სპეციალურ ნებართვას არ მიიღებენ.

Forbes.com-ზე დაყრდნობით.

წინა სტატია

ქალების როლი ეკონომიკაში - თანამედროვე ტენდენციები
11 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

12 თებერვალი, 2014
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა