4 თვეში, საზღვაო ნავსადგურებმა 5,7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს

4 თვეში, საზღვაო ნავსადგურებმა 5,7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს

2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდულმა ტვირთების მოცულობამ 11,9 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უცვლელი მაჩვენებელია.

წლის ოთხ თვეში, 5,7 მილიონ ტონაზე შენარჩუნა საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობაც.

გაიზარდა საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა და 114,981 TEU ერთეული შეადგინა, ნაცვლად წინა წლის ანალოგიური პერიოდის 98,005 TEU ერთეულისა.

წლის ოთხ თვეში, შემცირდა საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა და მან 3,6 მლნ ტონა შეადგინა. 2016 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 3,8 მლნ ტონა იყო.

გაზრდილია სამოქალაქო ავიაციის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა და მან 12,3 მლნ ტონა შეადგინა.

რაც შეეხება საზღვაო ნავსადგურებსა და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებულ ტვირთებს:

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 2,1 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,1 მლნ ტონით გაზრდილი მაჩვენებელია.

1,7 მილიონი ტონიდან, 1,6 მილიონ ტონამდე შემცირდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ გადამუშავებული ტვირთების მოცულობა.

0,1 მლნ ტონით შემცირდა ტვირთების გადამუშავება სუფსის ნავსადგურში და მან 1,3 მლნ ტონა შეადგინა.

ყულევის საზღვაო ტერმინალში კი გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 0,7 მლნ ტონამდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *