Bitfury ჯგუფი და Risk Cooperative სადაზღვევო ბაზარზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დანერგავენ

Bitfury ჯგუფი და Risk Cooperative სადაზღვევო ბაზარზე ბლოკჩეინის ტექნოლოგიას გამოიყენებენ. ორი კომპანია პროგრამის განხორციელებისთვის თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან გეგმავს.

"Bitfury ჯგუფთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გავხდებით მოწინავე და პირველები, ვინც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას სადაზღვევო ინდუსტრიაში გამოიყენებს. Bitfury-ის გამოცდილებით, თამამად შევძლებთ მიზნის მიღწევას", - ამბობს დანტე დისპარტე, Risk Cooperative-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

"ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შეუძლია სადაზღვევო ინდუსტრიას გამჭვირვალობა და უსაფრთხოება მოუტანოს, ასევე განავითაროს ახალი ბიზნეს მოდელები სადაზღვევო ბაზარზე“, - განაცხადა ვალერი ვავლოვმა Bitfury ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა.

ორი კომპანიის თანამშრომლობის მთავარი მიზანი სადაზღვევო სფეროში უსაფრთხოების, ნდობისა და გამჭვირვალობის დანერგვაა.

Risk Cooperative სადაზღვევო საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით უმსხვილეს კომპანიებს ემსახურება.

Bitfury Group ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ოპერირებს.

წინა სტატია

4 თვეში, საზღვაო ნავსადგურებმა 5,7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს
16 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

The Bitfury Group and Risk Cooperative Announce Partnership to Drive Blockchain Applications in the Insurance Market
16 ივნისი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა