საქართველო კიბერუსაფრთხოების კუთხით რეგიონში პირველ, მსოფლიოში კი მე-8 ადგილზეა

საქართველო კიბერუსაფრთხოების გლობალურ რეიტინგში მსოფლიოში მერვე ადგილზეა. ინდექსს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) ადგენს და მასში მსოფლიოს 165 ქვეყანა შედის.

რეიტინგი 2 წელში ერთხელ ქვეყნდება და მისი ათეული შემდეგია: სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, მალაიზია, ომანი, ესტონეთი, მავრიკი, ავსტრია, საქართველო, საფრანგეთი, კანადა.
რეგიონის ქვეყნებში საქართველო პირველ ადგილს იკავებს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2008 წელს განხორციელებული მასშტაბური კიბერ თავდასხმების შემდეგ, ქვეყანამ საინფორმაციო სისტემების განვითარების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადადგა.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ინტერნეტს მსოფლიოს ნახევარი, - 3,5 მილიარდი ადამიანი მოიხმარდა. 2020 წლისთვის ინტერნეტთან 12 მილიარდზე მეტი მოწყობილობა იქნება დაკავშირებული.

რეიტინგის შესადგენად 5 ინდიკატორი გამოიყენება: სამართლებრივი ჩარჩო, ტექნიკური ინსტიტუტები, სტრატეგიასა და არსებულ ინსტიტუტებს შორის კოორდინაცია, სასწავლო პროგრამები და კოოპერაცია.

წინა რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებდა.

წინა სტატია

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები
19 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

მაისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 24 პროცენტით გაიზარდა
20 ივნისი, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Forbes Georgia. 2017 წლის ოქტომბრის ნომერი
საქართველო | ოქტ, 06, 2017
განათლების ჯოკერი
ანტრეპრენიორები | აგვ, 31, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა