ფულადი გზავნილების სისტემების სტატისტიკა საქართველოში

ფულადი გზავნილების სისტემების სტატისტიკა საქართველოში

მაისში საქართველოში 115.4 მლნ აშშ დოლარის, ანუ 280.1 მლნ ლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც 24.2 პროცენტით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში ტრადიციულად რუსეთიდან შემოდის – მაისში რუსეთიდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა $37,8 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი მოცულობის 33,4%-ია.

$12.1 მლნ შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მისი წილი მთლიან მოცულობაში 10,6%-ია. 11.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა საბერძნეთიდან – მთლიანი მცულობის 11,6%.

ფულადი გზავნილების მოცულობა მაისში გადარიცხვათა სისტემების მიხედვით შემდეგია:

Zolotaia Korona – $28,4 მლნ – მთლიანი მოცულობის 24,5%
Western Union – $20,8 მლნ – მთლიანი მოცულობის 18,1%
Unistream – $14,1 მლნ – მთლიანი მოცულობის 12,3%
Intel Express – $11,6 მლნ – მთლიანი მოცულობის 10,1%
Contact – $5,1 მლნ – მთლიანი მოცულობის 4,4%
Money Gram – $14,5 მლნ – მთლიანი მოცულობის 12,6%
Anelik – $1,6 მლნ – მთლიანი მოცულობის 1,5%
RIA – $13,7 მლნ – მთლიანი მოცულობის 11,9%
Rico Gram – $2,1 მლნ – მთლიანი მოცულობის 1,9%
Sigue – $254 300 – მთლიანი მოცულობის 0,2%
Leader – $2,6 მლნ – მთლიანი მოცულობის 2,3%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *