BGEO-ს დირექტორთა საბჭოს ახალი წევრი ჰყავს

BGEO-ს დირექტორთა საბჭოს ახალი წევრი ჰყავს

BGEO-ს საბჭოს დამოუკიდებელ არააღმასრულებელ დირექტორებს ჯონათან მუირი შეუერთდა, ის მანამდე საბჭოს მრჩევლის პოსტს იკავებდა. 

“მოხარულები ვართ რომ ჯონათან მუირთან ერთად გავაგრძელებთ დირექტორთა საბჭოს გაძლიერებას“, – განაცხადა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნეილ ჯანინმა. „ჯონათანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რაც ღირებული იქნება საბჭოსთვის”. 

ჯონათან მუირს ფინანსურ სფეროში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ასევე იკავებს LetterOne Holdings SA-ისა და LetterOne Investment Holdings-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს.  LetterOne საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და უძრავი ქონების ბაზარზეა ფოკუსირებული. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *