Viber-ი 900 მილიონ დოლარად გაიყიდა

ერთ-ერთმა უმსხვილესმა იაპონურმა ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Rakuten-მა 900 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა Viber-ი, რომელსაც დღეისთვის 300 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და საქართველოშიც ძალიან პოპულარულია, Viber-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეო და აუდიო მედია-შეტყობინებები და, რაც მთავარია, განახორციელოს უფასო ზარები.

Viber-ის აპლიკაცია 2010 წელს შექმნა ოთხმა პარტნიორმა ისრაელიდან (ტალმან მარკო, იგორ მეგზინიკი, სანი მაროლი და ოფერ სმოჩა) და მას “Skype-ის მკვლელი“ შეარქვეს. ამჟამად ის განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, რუსეთსა და ავსტრალიაში. „მოკლე შეტყობინებების ახალი სისტემის შექმნა ჩვენთვის წარმოუდგენლად რთული ამოცანა იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ არსებული პლატფორმა შეგვეძინა. Viber-ის შესაძლებლობების გამოყენება ჩვენ კომპანიას სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენ გაყიდვებს, ამავე დროს, Viber-ი დამკვიდრება მისთვის ახალ, იაპონურ ბაზარზე“, - აცხადებს Rakuten-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხიროში მიკიტანი.

შეგახსენებთ, რომ Viber-ი 2013 წლის ივლისში „სირიის ელექტრონული არმიის“ ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა, თუმცა Viber-ის მენეჯმენტი ამტკიცებდა, რომ ჰაკერებმა ვერ მოახერხეს მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის მოპოვება და სისტემა მაშინაც და ახლაც სრულიად დაცულია.

წინა სტატია

10 წელი, რომელმაც შეცვალა ბიზნესი
14 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

ამცირებს თუ არა წითელი ღვინის ყოველდღიური მოხმარება დეპრესიის რისკს?
15 თებერვალი, 2014
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა