ივნისში საქართველოში 43 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

ივნისში საქართველოში 43 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში, 2016 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა. 2016 წლის ივნისში 229 518 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის ივნისში 328 314. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ივნისში 29.5%-ით გაიზარდა და ჯამში  666 493 ვიზიტორი შეადგინა.

იანვარ-ივნისში 29%-ით მეტი ტურისტია შემოსული, ჯამში 1 309 982, ვიზიტორების რაოდენობა კი 13.4%-ით გაიზარდა და 2 996 170 ვიზიტორი შემოვიდა.

ივნისში ყველაზე მეტი (138 549) ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 135 967 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანია 134 709 ვიზიტორით. მეოთხე ადგილს თურქეთი იკავებს 99 260 ვიზიტორით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *