საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი სომხეთზე 8,7%-ით დაბალი, აზერბაიჯანზე კი 15,2%-ით მაღალია

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 20,1%-ია, რაც მეზობელ სომხეთზე 8,7%-ით ნაკლები, ხოლო აზერბაიჯანზე 15,2%-ით მაღალი მაჩვენებელია.

ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონში ყველაზე დაბალი სიღარიბის მაჩვენებელი, 2015 წლის მონაცემებით, ყაზახეთშია და 2,7%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე მაღალი კი ეს მაჩვენებელი ავღანეთშია, სადაც მთლიანი მოსახლეობის 39,1% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს.

2016 წელს, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი გაიზარდა და 21,3% შეადგინა.

ამასთან, ADB-ს მონაცემებით, საქართველოში დაბადებული 1000 ბავშვიდან 11 ერთ წლამდე ასაკში კვდება, - სომხეთში ეს მაჩვენებელი 13-ია, ხოლო აზერბაიჯანში 28.

მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევის მიხედვით, კი საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 32,2%-ია, რაც მილიონ ადამიანზე მეტია.

წინა სტატია

ნენსკრა ჰესის პროექტის ახალი ვებგვერდი ამოქმედდა
10 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი შემოსავალი ავტმობილების ექსპორტიდან
10 ივლისი, 2017
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
აგვისტოში საქართველოში რეკორდული რაოდენობის უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა
საქართველო | სექ, 13, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა