Samsung-ის ახალი მოდელი - Galaxy S5

ბარსელონაში, 24-27 თებერვალს გამართულ Mobile World Congress-ზე Samsung-მა მობილური ტელეფონის ახალი მოდელი წარმოადგინა - Samsung Galaxy S5. მის პრეზენტაციამდე მედიაში ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, ყველა განსაკუთრებულ სიახლეებს ელოდა. თუმცა, მიუხედავად ბევრი სიახლის და გაუმჯობესებული მახასიათებლებისა, რამდენიმე მოლოდინი არ გამართლდა. რა გაამჯობესა Samsung-მა და რა არ შეცვლილა?

Samsung Galaxy S5-მა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფოტოკამერა - 16-მეგაპიქსელიანი 13-იანის ნაცვლად. გარდა ამისა, ახალ მოდელს აქვს საშუალება, გადაიღოს 4K HD ვიდეო, რაც ოთხჯერ უფრო მკვეთრია, ვიდრე Full HD. ვიდეოს გადაღება წყალქვეშაც არის შესაძლებელი. საერთოდ, Galaxy S5 წყალგაუმტარია და მტვერისგანაც ბევრად დაცულია ვიდრე წინა მოდელები.

ახალი 2,5-გიგაჰერციანი პროცესორი უფრო სწრაფია, ვიდრე S4-ში გამოყენებული 1,6 და 1,9-გიგაჰერციანი პროცესორები.

ოდნავ გაიზარდა ახალი მოდელის ეკრანი - 5,1 დიუმი 4,9 დიუმის ნაცვლად, თუმცა ეკრანის რეზოლუცია იგივეა: 1920 x 1080.

Samsung Galaxy S5-ი სამსუნგის პირველი მოდელია, რომელსაც აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი და პირველი ტელეფონია ისტორიაში, რომელიც ამ სენსორის გამოყენებით მფლობელის გულისცემას ამოწმებს.

ამ და კიდევ რამდენიმე სხვა მახასიათებლით, Galaxy S5 ან მნიშვნელოვნად სჯობს iPhone 5s-ს, ან არ ჩამოუვარდება მას.

თუმცა არის ნაკლოვანებებიც:

სამსუნგის წინა მოდელების მსგავსად, არც Samsung Galaxy S5-ს აღმოაჩნდა მეტალური კორპუსი. არადა, სწორედ ეს იყო მთავარი მოლოდინი. უკვე წლებია Samsung-ი იყენებს შედარებით იაფფასიან, პლასტიკურ კორპუსებს, მაშინ, როცა Apple-ი და HTC-ი უკვე დიდი ხანია, მეტნაკლები წარმატებით, ატარებენ ექსპერიმენტებს და ტელეფონების კორპუსებისთვის მინას და ლითონს იყენებენ. ასევე, დიდი მოლოდინის მიუხედავად. ბატარეის სიცოცხლისუნარიანობა კვლავ მხოლოდ მცირედად არის გაუმჯობესებული.

Samsung Galaxy S5 გაყიდვაში 11 აპრილიდან გამოვა.

 

წინა სტატია

სათამაშოების ომები
25 თებერვალი, 2014

შემდეგი სტატია

სოჭში დაგეგმილი „დიდი რვიანის“ სამიტი აღარ შედგება
03 მარტი, 2014
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა