ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა ირიცხება

ქვეყნები, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა ირიცხება

ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 117.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 283.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით (17.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ,17,7 მლნ დოლარი გადაირიცხა. აქედან ყველაზე დიდი წილი კი რუსეთზე, თურქეთსა და უკრაინაზე მოდის. წინა თვესთან შედარებით, საქართველოდან გადარიცხული თანხის მოცულობა შემცირებულია, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. გასული წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 16,2 მლნ დოლარი გადაირიცხა.

საქართველოდან გადარიცხული თანხის მოცულობა ქვეყნების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდება:

  • რუსეთი – 7,4 მლნ დოლარი
  • აშშ –  $405 100
  • იტალია – $279 000
  • საბერძნეთი – $776 300
  • ისრაელი – $340 800
  • თურქეთი – $1,4 მლნ
  • ესპანეთი – $181 000
  • გერმანია – $318 000
  • უკრაინა – $2,2 მლნ
  • ყაზახეთი – $385 800
  • გაერთიანებული სამეფო – $117 100
  • აზერბაიჯანი – $833 600
  • საფრანგეთი – $205 000
  • სომხეთი – $525 700
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები – $236 200
  • ყირგიზეთი – $231 000
  • უზბეკეთი – $294 000
  • ბელარუსი – $262 500

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *